0 0
სპაგეტი ბოლონეზე

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
500 გ. საქონლის ხორცის ფარში
500 გ. ღორის ხორცის ფარში
3 თავი ხახვი
1 დიდი სტაფილო
4 კბილი ნიორი
2 ს.კ. ზეთი
100-150 მლ. რძე
3/4 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო
850 გ. პომიდვრის პიურე
3/4 ჩ.ჭ. საქონლის ბულიონი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

კვებითი ღირებულებები

282 კკალ.
კალორია
5,9 გ.
ცხიმები
50 მგ.
ქოლეს- ტეროლი
32 გ.
ნახშირ- წყლები
200 მგ.
სოდიუმი
22,8 გ.
ცილები
20 მგ.
კალციუმი
8 მგ.
რკინა
325 მგ.
კალიუმი

სპაგეტი ბოლონეზე

სამზარეულო:

    ეს კერძი მარხვის დაწყებამდე მოვამზადე და ხსნილის პერიოდში ვერ მოვასწარი თქვენთვის გაზიარება, სხვა რამდენიმე არასამარხვო რეცეპტიც დამრჩა, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ და მათთან ერთად აუცილებლად გავამრავალფეროვნებ კატეგორიას "სამარხვო".
    სპაგეტი ბოლონეზე იტალიურ სამზარეულოს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად კი ის ფესვებს იღებს ბოლონიიდან. პირველად მე-18 საუკუნის ბოლოს მოუმზადებიათ. ბოლონეზეს სოუსს ასევე იყენებენ ლაზანიის მოსამადებლად.
    სპაგეტი ბოლონეზე უგემრიელესი კერძია, მზადდება დიდხანს, სოუსმა 4 საათი უნდა იდუღოს, თუმცა თქვენი მხრიდან ბევრ ძალისხმევასა და დროს საერთოდ არ მოითხოვს.

    • 4,5 სთ.
    • პორცია 15
    • საშუალო

    ინგრედიენტები

    მომზადება

    გაზიარება
    1. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, მოშუშეთ ორივე ფარში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
    2. როცა ხორცი გაყავისფერდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, კარგად აურიეთ და შუშეთ 3 წუთი.
    3. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, აურიეთ და 2 წუთში დაუმატეთ ღვინო, 3 წუთში კი რძე, პომიდვრის პიურე და ბულიონი (თუ ბულიონი არ გაქვთ, წყალი). კარგად აურით და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 4 საათი. პერიოდულად ამოურიეთ.
    4. მომზადებულ სოუსს დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი.

    უგემრიელესი სპაგეტი ბოლონეზე მზადაა, გემრიელად მიირთვით!

    წინა
    ვაშლის მარტივი და გემრიელი ნამცხვარი
    შემდეგი
    გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით
    წინა
    ვაშლის მარტივი და გემრიელი ნამცხვარი
    შემდეგი
    გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით

    დაამატე კომენტარი