0 0
სამარხვო პიცა

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ცომისთვის:
1 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. საფუარი
1/2 ჩ.ჭ. თბილი წყალი
1/2 ჩ.კ. ორეგანო
1 ჩ.კ. შაქარი
1/3 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
სოუსისთვის:
3-4 ს.კ. პომიდვრის პიურე
1/2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. პიცის სუნელი
გემოვნებით მარილი
ასევე დაგჭირდებათ:
6-7 ც. ქამა სოკო
ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა
ზეთისხილი

კვებითი ღირებულებები

124 კკალ.
კალორია
2 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
23,2 გ.
ნახშირ- წყლები
3,8 გ.
ცილები
455 მგ.
სოდიუმი
125 მგ.
კალიუმი
2 მგ.
რკინა
16 მგ.
კალციუმი
65 მკგ.
D ვიტამინი

სამარხვო პიცა

სამზარეულო:

    სამარხვო პიცა რამდენიმე კაფეში მიჭამია, მაგრამ ერთი სულ მაიონეზი იყო, ერთი სულ ბულგარული წიწაკები :D საახალწლოდ სამარხვო მენიუ რომ ცოტა გამემრავალფეროვნებინა, სამარხვო პიცა გავაკეთე და გულწრფელად გეტყვით, რომ საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ნამდვილად ჰქონდა პიცის გემო და მარხვის დროს ღირს რომ მოამზადოთ.

    • 30 წთ.
    • პორცია 6
    • მარტივი

    ინგრედიენტები

    • ცომისთვის:

    • სოუსისთვის:

    • ასევე დაგჭირდებათ:

    მომზადება

    გაზიარება

    ფორმა: 28 სმ. დიამეტრის

    1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში, გააკეთეთ ღრმული და დაუმატეთ მარილი, საფუარი, შაქარი და ჩაასხით თბილი წყალი, მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ზეითუნის ზეთი და ორეგანო, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით ასაფუებლად თბილ ადგილას.
    2. სოუსის მოსამზადებლად პომიდვრის პიურეს შეურიეთ მარილი, პიცის სუნელი (შეიცავს ბაზილიკს, ორეგანოსა და პაპრიკას) და წვრილად დაჭრილი ნიორი.
    3. ქამა სოკო თხლად, ბულგარული გრძელ, წვრილ ნაჭრებად, ზეთისხილიც მცირე ზომებად დაჭერით.
    4. ცომი როცა აფუვდება გააბრტელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ ფქვილი უნდა მოაყაროთ.
    5. ცომზე წაუსვით მომზადებული სოუსი, მოაწვეთ დაჭრილი სოკო, ბულგარული წიწაკა და ზეთისხილი, ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით, მოაყარეთ ცოტა ორეგანო და შედგით 225 გრადუსზე და აცხვეთ 15-18 წთ.

    სამარხვო პიცა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

    მედეა ჩუბინიძე

    ბლოგის ავტორი.

    წინა
    ქათმის სალათა არაჟნის სოუსით
    შემდეგი
    ქათმის ღვიძლის პაშტეტი
    წინა
    ქათმის სალათა არაჟნის სოუსით
    შემდეგი
    ქათმის ღვიძლის პაშტეტი
    error: საავტორო უფლებები დაცულია!!