1 0
სამარხვო ნამცხვარი ბანანის ბაზაზე – უგემრიელესია

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
#1 ბისკვიტისთვის:
140 გ. ბანანი
100 გ. ანუ 4 ს.კ. შაქარი
125 მლ. ფორთოხლის წვენი
2 ც. ფორთოხლის ცედრა
40 მლ. ზეთი
160 გ. ფქვილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1/2 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
50 გ. ნიგოზი
#2 ბისკვიტისთვის:
135 გ. ფქვილი
100 გ. ანუ 4 ს.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. სოდა
ნახევარი ფორთოხლის ცედრა
ნახევარი ფორთოხლის წვენი
85 მლ. წყალი
50 მლ. ზეთი
1 გ. ვანილინი
კრემისთვის:
600 გ. ბანანი
100 გ. შაქარი
50 მლ. ფორთოხლის წვენი
150 გ. შავი შოკოლადი

სამარხვო ნამცხვარი ბანანის ბაზაზე – უგემრიელესია

მეგობრებო, ძალიან საინტერესო და განსხვავებული რეცეპტი მოგიტანეთ სამარხვო ნამცხვრის მოსამზადებლად. ისეთი გემრიელია, რომ ვერც კი იფიქრებთ რომ სამარხვოა. ამ ნამცხვრის ძალიან დიდი პლუსია ისიც, რომ მარგარინს არ ვიყენებთ. ყველაფერი ჯანსაღი პროდუქტია და გემო, დამიჯერეთ, ძალიან კარგია და განსხვავებული. ბისკვიტის ტექსტურას წვრილად დაჭრილი ნიგოზი ძალიან სასიამოვნოს ხდის.
ეს ნამცხვარი სტუმრად წასაღებად მოვამზადე და იქ ჭრილში უცებ გადავუღე ფოტო :დ ამიტომ არაა ისეთი კარგი, როგორიც სხვა ფოტოები, თუმცა ძალიან მინდოდა რომ ჭრილი მეჩვენებინა თქვენთვის.

  • 2 სთ.
  • პორცია 12
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • #1 ბისკვიტისთვის:

  • #2 ბისკვიტისთვის:

  • კრემისთვის:

მომზადება

გაზიარება

გამოიყენეთ საკმაოდ მწიფე ბანანი.

საცხობი ფორმა: 20 სმ. დიამეტრის.

  1. კრემის მოსამზადებლად ბანანი გაფრცქვენით და მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ შაქარი და ფორთოხლის წვენი, ხელის ბლენდერით აქციეთ ერთიან მასად, თუ ხელის ბლენდერი არ გაქვთ, გამოიყენეთ საჭყლეტი და მისი საშუალებით აქციეთ ერთიან მასად.
  2. დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, როცა წამოდუღდება, ადუღეთ 3-4 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ დამტვრეული შავი შოკოლადი და კარგად მოურიეთ. შოკოლარი რომ ბოლომდე გადნება და შეერევა ბანანის მასას, კრემი მზადაა. ზემოდან დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს კარგად ეხებოდეს. გააციეთ.
  3. პირველი ბისკვიტის მოსამზადებლად, ბანანი, შაქარი და ზეთი მოათავსეთ ჯამში, აქციეთ ერთიან მასად ხელის ბლენდერის ან საჭყლეტის დახმარებით, შემდეგ დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და წვენი, ხელის სატქვეფით ან მიქსერით ათქვიფეთ, შეეცადეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას.
  4. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. აურიეთ და შემდეგ ეს მასა 2 ეტაპად შეათქვიფეთ ბანანის მასას.
  5. ნიგოზი მოხალეთ, დაჭერით წვრილად და დაუმატეთ ბისკვიტის ცომს.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით სულ ცოტა ზეთი და გადაიტანეთ ცომი მასში. შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  7. ბისკვიტი ოდნავ გააციეთ ფორმაში, შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და ბოლომდე გააციეთ.
  8. მეორე ბისკვიტის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ სოდა, შაქარი, ფორთოხლის ცედრა, ვანილი და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ წყალი, ზეთი და ფორთოხლის წვენი, ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად.
  9. საცხობ ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტა ზეთი და ცომი ჩაასხით. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა. ეს ბისკვიტიც გააციეთ, მოაშორეთ საცხობი ქაღალდი.
  10. პირველი ბისკვიტი გაჭერით შუაზე (მე ძალიან მეძნებოდა და საშინლად გავჭერი 😀 ), პირველ ფენას წაუსვით კრემის ნაწილი, შემდეგ დაადეთ მეორე ბისკვიტი (ის არ გაჭრათ), მასაც წაუსვით კრემის ნაწილი, შემდეგ კი პირველი ბისკვიტის მეორე ნაწილი დაადეთ, წაუსვით დარჩენილი კრემი თავზე და გვერდებზე.
  11. ნამცხვარს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი.

ძალიან განსხვავებული და ძალიან გემრიელი სამარხვო ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
სამარხვო ბურიტო
შემდეგი
წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)
წინა
სამარხვო ბურიტო
შემდეგი
წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)
error: საავტორო უფლებები დაცულია!!