0 1

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
პურის:
450 გ. ფქვილი
7 გ. საფუარი
1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ. თბილი რძე
50 მლ. თბილი წყალი
40 გ. შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
75 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
1 მთლიანი კვერცხი
40 გ. სეზამის მარცვლები
სოუსის:
100 მლ მაიონეზი
2 ს.კ. ბარბექიუს სოუსი
2 ს.კ. კეტჩუპი
3 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი
2 ს.კ. კიტრის მწნილის წვენი
1/2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
1/3 ჩ.კ. გამომშრალი ხახვი
1/3 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
კატლეტი:
500 გ. საქონლის ფარში
1 პატარა თავი წითელი ხახვი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი
1 ს.კ. კეტჩუპი
1 კვერცხის გული
1/4 ჩ.ჭ. საფანელი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
ასევე:
50 გ. სალათის ფურცელი "აისბერგი"
5 ც. ყველის ფირფიტები
1 პომიდორი
2 ც. კიტრის მწნილი
40 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში

ბურგერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ძალიან ბევრი თხოვნა მიმიღია პირად შეტყობინებაში მისი რეცეპტის შესახებ, ამიტომ ბლოგის 7 წლის იუბილეზე სწორედ ამ რეცეპტს გიზიარებთ. ეს იქნება სრულყოფილი რეცეპტი, აქ ნახავთ როგორ მოამზადოთ როგორც ბურგერის უფაფუკესი პური, ასევე უგემრიელესი სოუსი და ხორცი.

  • 3 სთ.
  • პორცია 5
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • პურის:

  • სოუსის:

  • კატლეტი:

  • ასევე:

მომზადება

გაზიარება
  1. ბურგერის პურების მომზადების პირველ ეტაპზე თბილი რძე და წყალი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით 15 წუთი.
  2. მეოერ ეტაპზე დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და აფუებული მასა. მოზილეთ ცომი, თუ ხელით ზელთ 4-5 წუთი ზილეთ, თუ დასადგამ მიქსერს იყენებთ, 2-3 წუთი საკმარისი იქნება. შემდეგ 2-3 ეტაპად დაამატეთ კარაქი და განაგრძეთ ცომის ზელა. საბოლოოდ უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. გადაუსვით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 საათი.
  3. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მიეცით მრგვალი ფორმა და გაყავით 8 თანაბარ ნაწილად. თითოეულ ნაწილს მიეცით მრგვალი ფორმა, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ გამოსაცხობ ქაღალდ. ცომის გუნდები ერთმანეთისგან 3-4 სმ-ის დაშორებით უნდა დააწყოთ, რადგან გაფუვდება და ერთმანეთს არ მიეწებოს.
  4. ცომის გუნდებს 2 ეტაპად უნდა გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხი, პირველად  აფუების წინ, მეორედ კი უშუალოდ გამოცხობის წინ. გადააფარეთ ჩაის ტილო ცომის გუნდებს და გააჩერეთ ასაფუებლად იქამდე, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში.
  5. აფუებულ გუნდებს მეორეჯერ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით გამოსაცხობად 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში (ღუმელში ფორმის ქვემოთ სხვა ფორმით შედგით დაახლოებით 1 ჭიქა წყალი, იმისათვის რომ ღუმელში წარმოიქმნას ორთქლი, ეს დაეხმარება პურებს, რომ უფრო ჰაეროვანი და ფაფუკი გამოვიდეს), აცხვეთ 15 წუთი, ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ წყლიანი ფორმა და კვლავ განაგრძეთ ბურგერის პურების ცხობა 10 წუთი.
  6. სოუსის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთად და კარგად ამოურიეთ.
  7. კატლეტის მოსამზადებლად ფარშს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად ამოურიეთ. გააკეთეთ მრგვალი ფორმის კატლეტები. ამ რაოდენობით მე გამომივიდა 5 კატლეტი.
  8. კატლეტები 4-5 წუთით შეწვით თითოეულ მხარეს (შეგიძლიათ შეწვათ როგორც გრილზე, ასევე გრილის ტაფაზე ან ჩვეულებრივ ტაფაზე), როცა კატლეტს ამოაბრუნებთ დაახლოებით 2 წუთში, დაადეთ ყველის ფირფიტა, იმისათვის რომ ხორცს დაადნეს და კიდევ უფრო გემრიელი გახდეს.
  9. ბურგერის პურები გაჭერით შუაზე, თითოეულ მხარეს წაუსვით კარაქი და ბურგერის პურებიც მობრაწეთ გრილზე/ტაფაზე, დაახლოებით 40-60 წმ დასჭირდება.
  10. ბურგერების ასაწყობას, პურის ორივე ნაწილს შიგნიდან წაუსვით სოუსი, მასზე მოათავსეთ კატლეტი, პომიდვრის თხელი ნაჭერი, კიტრის მწნილის ნაჭრები და სალათის ფურცელი აისბერგი, დაადეთ პურის მეორე ნაწილი და ბურგერიც მზადაა.

სახლში მომზადებული უგემრიელესი ბურგერები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

იმისათვის რომ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ მომზადება, უყურეთ ვიდეო რეცეპტს და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა (subscribe), ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
სპანაკოპიტა – ისპანახისა და ფეტას ბერძნული ღვეზელი
შემდეგი
ნამცხვარი ორი სახეობის კრემით, ბანანითა და კივით – უგემრიელესია
წინა
სპანაკოპიტა – ისპანახისა და ფეტას ბერძნული ღვეზელი
შემდეგი
ნამცხვარი ორი სახეობის კრემით, ბანანითა და კივით – უგემრიელესია
error: საავტორო უფლებები დაცულია!!