0 0
ჟოლოს გაყინული ჩიზქეიქი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
პირველი ფენა
200 გ. ორცხობილა
85 გ. გამდნარი კარაქი
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
2 ს.კ. შაქარი
ჟოლოს სოუსი
2 ჩ.ჭ. ჟოლო ჟოლო
1/3 ჩ.ჭ. წყალი
6 ს.კ. შაქარი
1 გ. ვანილინი
1 ს.კ. ფქვილი
კრემ-ყველის ფენა
230 გ. კრემ-ყველი
1 ჩ.ჭ. (ანუ 250 მლ) 35%-იანი ნაღები
1 ქილა შესქელებული რძე
1 გ. ვანილინი

ჟოლოს გაყინული ჩიზქეიქი

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით და სიხარულით მინდა გამცნოთ, რომ ბლოგის ისტორიაში ყველაზე აქტიური და სიახლეებით სავსე პერიოდი იწყება. დეტალებზე მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა კი ამ მარტივ, ეფექტურ და ძალიან გემრიელ დესერტზე გეტყვით ორიოდე სიტყვას. ეს ნამცხვარი ჩიზქეიქისა და ნაყინის კომბინაციაა, გემოც და სტრუქტურაც უფრო მეტად ნაყინს მოგაგონებთ. ორცხობილის ფენასა და ჟოლოს სოუსთან ერთად კი გენიალურად მარტივი უგემრიელესი გემო იქმნება. მომზადება საკმაოდ მარტივია და თქვენი მხრიდან არც დიდ დროს მოითხოვს, თუმცა იმისათვის რომ დესერტმა საბოლოო სახე მიიღოს, საყინულეში მინიმუმ 6 სთ უნდა გააჩეროთ.

  • 8 სთ.
  • პორცია 12
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • პირველი ფენა

  • ჟოლოს სოუსი

  • კრემ-ყველის ფენა

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 26 სმ დიამეტრის. (ყინვაგამძლე)

  • პირველი ფენის მოსამზადებლად ორცხობილა დააქუცმაცეთ ისე რომ ფხვიერი მასა მიიღოთ, დაუმატეთ დარიჩინი, შაქარი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ (კოვზით ან ხელის დახმარებით) და გადაიტანეთ ფორმაში. თანაბარ სისქეზე გაანაწილეთ ფორმის ძირსა და კედლებზე. შედგით ფორმა მაცივარში.
  • სოუსის მოსამზადებლად ჟოლო, შაქარი, წყალი, ფქვილი და ვანილინი მოათავსეთ პატარა ქვაბში და კარგად აურიეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ. როცა მასა წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და 2-3 წთ კვლავ გააჩერეთ, თან ურიეთ. შემდეგ კი გადმოდგით და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. თუ გსურთ რომ სოუსი ერთგვაროვანი იყოს, გაატარეთ საცერზე.
  • ჩიზქეიქის მასის მოსამზადებლად კრემ-ყველი ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შემდეგ კი ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული  რძე და ნაღები. აქციეთ ერთიან გლუვ მასად.
  • ფორმაში გადაიტანეთ ჩიზქეიქის მასის ნახევარი, შემდეგ ჟოლოს სოუსის ნახევარი და ხის წკირით წრიულად მოურიეთ, გაიმეორეთ იგივე დარჩენილ ნაწილზეც.
  • ფორმას გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით საყინულეში მინიმუმ 6 სთ, უმჯობესია თუ მთელი ღამე გააჩერებთ.

ძალიან ეფექტური და გემრიელი დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ბრინჯი საქონლის ფარშითა და ბადრიჯნით
შემდეგი
კრეპები ქათმითა და ორი სახეობის ყველით
წინა
ბრინჯი საქონლის ფარშითა და ბადრიჯნით
შემდეგი
კრეპები ქათმითა და ორი სახეობის ყველით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!