0 0
ჟელეს ტორტი სამი ფენით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 ჩ.ჭ. ტკბილი ფორთოხლის წვენი
400 გ. არაჟანი
1 ჩ.ჭ. შაქარი
68 გ. ჟელატინი
1/2 ჩ.ჭ. ცივი წყალი
1 1/4 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი
2 გ. ვანილინი
1 ს.კ. კაკაო
1/2 ჩ.ჭ. მოხალული ნიგოზი

კვებითი ღირებულებები

245 კკალ.
კალორია
10,6 გ.
ცხიმები
22 მგ.
ქოლეს- ტეროლი
9,2 გ.
ცილები
30,8 გ.
ნახშირ- წყლები
45 მგ.
სოდიუმი
153 მგ.
კალიუმი
65 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა

ჟელეს ტორტი სამი ფენით

დღეს ძალიან ლამაზი, ეფექტური და უგემრიელესი დესერტის ვიდეო რეცეპტი მოგიტანეთ. დიდი ხანია ჟელეს ტორტის გაკეთება მინდა და ვეძებდი რაიმე განსაკუთრებულ რეცეპტს, ეს ავარჩიე და მხოლოდ ერთი დეტალი შევცვალე, წესით ალუბლის ფენა უნდა ჰქონოდა ფორთოხლის ნაცვლად და ვფიქრობ ის უფრო მოუხდებოდა, თუმცა ასეთიც ძალიან გემრიელია. განსაკუთრებული მოწონება მესამე, შოკოლადისა და მოხალული ნიგვზის ფენამ დაიმსახურა. ვიდეო რეცეპტში მომზადება კარგად ჩანს, თუმცა სანამ მოამზადებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტობრივი რეცეპტიც აქ უფრო დეტალურად დავწერ ყველაფერს.

  • 3,5 სთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ დესერტის მომზადებაში ერთადერთი სირთულე იყო ფორმიდან გადმოღება, როგორც ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. თქვენ შეგიძლიათ მინის ჯამში გააკეთოთ და ბოლო მხოლოდ რამდენიმე წამით ცხელ წყალშ მოათავოთ და ასე მარტივად გადმოიღოთ ჟელეს ტორტი ფორმიდან (ჯამიდან).

  1. მე ფორთოხალი გამოვწურე და დავუმატე შაქრის სიროფი, თქვენც თუ გამოწურავთ, იმის მიხედვით რამდენად ტკბილია თქვენი ფორთოხალი დაუმატეთ შაქრის სიროფი, მინიმუმ 2 ს.კ. რადგან შემდეგ წყალსაც ვამატებთ მას და სიტკბო რომ არ დაკარგოს. შაქრის სიროფს მარტივად მოამზადებთ, 1:2-ზე პროპორციით, ორმაგი უნდა იყოს წყალი, შემდეგ წამოადუღეთ და სულ ესაა.
  2. ახლა კი უშუალოდ მომზადებაზე გადავიდეთ, ფორთოხლის წვენს დაუმატეთ 28 გ. ჟელატინი, მოურიეთ და გააჩერეთ 1 წთ. შემდეგ დაასხით 3/4 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. შედგით მაცივარში 1,5 სთ-ით.
  3. ამასობაში 200 გ. არაჟანი 1/2 ჩ.ჭ. შაქართან და 1 გ. ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას. მიღებული მასა დაასვენეთ იქამდე სანამ პირველი ფენა არ გამყარდება ანუ 1,5 სთ-ით. (იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი ფენა გამყარდა თუ არა, შეარხიეთ და თუ მოძრაობას არ დაიწყებს ანუ მზადაა მეორე ფენის დასასხმელად).
  4. ამ დროის გასვლის შემდეგ 20 გ. ჟელატინი დაალბეთ 1/4 ჩ.ჭ. ცივ წყალში და 1 წთ-ის შემდეგ დაასხით 1/4 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟნის მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ მას და მიღებული მასა დაასხით პირველ უკვე გამყარებულ ფენას.
  5. შედგით მაცივარში 45 წთ-ით.
  6. ამასობაში მოამზადეთ მესამე ფენა, ამისათვის დარჩენილი 200 გ. არაჟანი, 1/2 ჩ.ჭ. შაქარი, 1 გ. ვანილი და კაკაო ათქვიფეთ და ესეც დაასვენეთ მეორე ფენის გამყარებამდე. მანამდე კი ნიგოზი მოხალეთ და საშუალო ზომებად დაჭერით.
  7. მეორე ფენაც რომ გამყარდება, 20 გ. ჟელატინი დაალბეთ 1/4 ჩ.ჭ. ცივ წყალში და 1 წთ-ის შემდეგ დაასხით 1/4 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟნის მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ მას, დაუმატეთ ნიგოზით, აურიეთ და დაასხით გამყარებულ მეორე ფენას.
  8. კვლავ შედგით მაცივარში 45 წთ-ით.
  9. თუ მინის ჯამში გააკეთებთ, ჯამი მოათავსეთ ცხელ წყალში რამდენიმე წამი და შემდეგ მარტივად გადმოიღებთ, შეიძლება გვერდებზე დანი მოსმაც დასჭირდეს. თუ სილიკონის ფორმაში გააკეთებთ, მაშინ ფრთხილად გადმოიღეთ.

ლამაზი და ძალიან გემრიელი დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ეკლერი (ვიდეო რეცეპტი)
შემდეგი
სოკოს ღვეზელი
წინა
ეკლერი (ვიდეო რეცეპტი)
შემდეგი
სოკოს ღვეზელი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!