ინგრედიენტები
-
400 გ. პასტა პენე
-
700 გ. ქათმის ფილე
-
6 ნაჭერი ბეკონი
-
250 მლ. 20%-იანი ნაღები
-
300 გ. ყველი
-
5 ც. საშუალო ზომის კანგაცლილი პომიდორი
-
5 კბილი ნიორი
-
1/2 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
-
1 ჩ.კ. პაპრიკა
-
1/3 ჩ.კ. ქონდარი
-
1/3 ჩ.კ. ორეგანო
-
1/3 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
-
გემოვნებით მარილი
-
2 ს.კ. ზეთი
მომზადება
- ბეკონი შეწვით ორივე მხრიდან, შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.
- პასტა პენე ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გადაუწურეთ ადუღებული წყალი და ცივ წყალში გაავლეთ.
- ღრმა ტაფაში ან ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ქათმის ფილეს ნაჭრები, ზედა მხარეს მოაყარეთ პაპრიკის, ორეგანოს, ბაზილიკისა და ქონდარის ნახევარი, როცა ერთი მხარე დაიბრაწება, ამოაბრუნეთ და სუნელების დარჩენილი მეორე ნაწილი მოაყარეთ. შემწვარი ფილე ამოიღეთ და დაჭერით კუბიკებად.
- იმავე ტაფაში/ქვაბში მოათავსეთ კანგაცლილი, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ნიორი, კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე, სასურველ ზომებად დანაწევრებული ბეკონი, მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა, მოასხით ნაღები და კარგად აურიეთ, როცა ადუღდება დაუმატეთ გახეხილი ყველი და კვლავ კარგად აურიეთ.
- როცა ყველი ჩადნება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ მოხარშული მაკარონი და მარილი სურვილისამებრ, კარგად აურიეთ.
ძალიან გემრიელი სადილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!