0 0
მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 1/4 ჩ.ჭ. მწვანე ოსპი
3 ც. სტაფილო
1 თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
5 ც. კანგაცლილი პომიდორი
100 გ. ისპანახი
1 ც. საშუალო ზომის ყაბაყი
1/2 ჩ.კ. ორეგანო
1/2 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
1/2 ჩ.კ. ქონდარი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1,5 ლ. წყალი
სურვილისამებრ ლიმონი

მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით

დღეისთვის კიდევ ერთი ახალი რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ, ამჟამად სამარხვო კერძების კატეგორიაში. მარხვის პერიოდში განსაკუთრებით რთულია ყოველდღიურად სადილის მოფიქრდება, ამიტომ ვეცდები ეს საქმე გაგიმარტივოთ,
მწვანე ოსპისა და ბოსტნეულის სუპი არის ძალიან ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელი კერძი.

  • 70 წთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ოსპი გაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ, 6-7-ჯერ მაინც გამოუცვალეთ წყალი რეცხვისას.

  1. ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო კი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
  2. ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაში 2 წთ მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ დაუმატეთ ნიორი და კვლავ შუშეთ 2 წთ-ის განმავლობაში.
  3. დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი და წყალი, ასევე ოსპი, სანელებლები, მარილი და პილპილი. ამოურიეთ და წამოადუღეთ, ადუღეთ დაახლოებით 30-35 წთ.
  4. შემდეგ დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ყაბაყი, ამოურიეთ და ადუღეთ 10 წთ.  ბოლო 2 წთ-ში დაუმატეთ ისპანახიც.
  5.  შეიძლება დაგჭირდეთ ცოტა წყლის დამატებაც, იმის მიხედვით თუ რამდენ სითხეს შეიწოვს ოსპი ხარშვისას.
  6. სერვირებისას სუპს მოასხით ლიმონის წვენი.

ჯანსაღი და გემრიელი სამარხვო სუპი ოსპითა და ბოსტნეულით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათამი თეთრი ღვინისა და დიჟონის მდოგვის სოუსში
შემდეგი
კიში ბოსტნეულით
წინა
ქათამი თეთრი ღვინისა და დიჟონის მდოგვის სოუსში
შემდეგი
კიში ბოსტნეულით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!