0 0
მწვანე ბარდის კრემ-სუპი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 საშუალო ზომის კარტოფილი
800 გ. მწვანე ბარდა
1 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
2 ს.კ. ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1 ლ. წყალი
3 ს.კ. ლიმონის წვენი

კვებითი ღირებულებები

192
კალორია
5,2 გ.
საერთო ცხიმი
0
ქოლეს- ტეროლი
637 მგ.
სოდიუმი
30,5 გ.
ნახშირ- წყლები
7,2 გ.
ცილები
45 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
462 მგ.
კალიუმი

მწვანე ბარდის კრემ-სუპი

დღეს ძალიან მარტივი, სწრაფი და გემრიელი სუპის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. თუ თქვენც ჩემსავით ძალიან ცოტა დრო გაქვთ სადილების მოსამზადებლად და გინდათ რომ შეძლებისდაგვარად სახლში მომზადებული ჯანსაღი კერძებით იკვებოთ, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ. თუ გაყინულ ბარდას გამოიყენებთ, თქვენი კრემ-სუპი უფრო ხასხასა მწვანე, უფრო არომატული, სასარგებლო და გემრიელი იქნება. მე დაკონსერვებული გამოვიყენე.

  • 30
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხახვი და ნიორი წვრილად, კარტოფილი კი პატარა ზომის ნაჭრებად დავჭრათ.
  2. გაცხელებულ ზეთმოსხმულ ქვაბში მოვთუშოთ ხახვი 4-5 წუთი, ხახვი კარგად უნდა კარამელიზირდეს და იმისათვის რომ არ დაიწვას, მოთუშვისას შეგიძლიათ ცოტა წყალი დაამატოთ, ეს ქვაბში ტემპერატურას შეამცირებს და ხახვი აღარ დაიწვება.
  3. შემდეგ დავუმატოთ ნიორი, ესეც მოვთუშოთ 1-2 წუთი.
  4. ნიორიც რომ მოითუშება დაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი, აადუღეთ და ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი.
  5. კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატეთ ბარდა, მარილი და პილპილი. თუ გაყინულ ბარდას იყენებთ ადუღეთ კიდევ 5  წუთი, თუ დაკონსერვებულს დაუმატებთ მხოლოდ წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  6. სუპი დააბლენდერეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი, შემდეგ კვლავ გადაიტანეთ ქვაბში და 1 წუთი წამოადუღეთ.

მარტივი და გემრიელი კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
ტერიაკის სოუსში მოთუშული ბოსტნეული
შემდეგი
ხაჭოს ბლინები (სირნიკები)
წინა
ტერიაკის სოუსში მოთუშული ბოსტნეული
შემდეგი
ხაჭოს ბლინები (სირნიკები)

დაამატე კომენტარი