0 0
მიწისთხილის კარაქის ნაყინი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
375 მლ. რძე
375 მლ. (35%+ ცხიმიანობის) ნაღები
6 დიდი კვერცხის გული
100 გ. შაქარი
300 გ. მიწისთხილის კარაქი

მიწისთხილის კარაქის ნაყინი

მეგობრებო, წელს ნაყინის რეცეპტი არ გამიზიარებია თქვენთვის და ამიტომ, დღეს მოგიტანეთ არაჩვეულებრივი ვიდეო რეცეპტი უგემრიელესი ნაყინის მოსამზადებლად. დაგჭირდებათ მხოლოდ 5 ინგრედიენტი და ძალიან ცოტა ძალისხმევა იმისათვის, რომ ჯანსაღი და ძალიან გემრიელი ნაყინი მოამზადოთ. ეს ნაყინი ყველას მოეწონება ვისაც ნაყინი უყვარს, მაგრამ თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ მიწისთხილის კარაქი, მაშინ თქვენ განსაკუთრებით მოგეწონებათ და აუცილებლად უნდა სცადოთ.

  • 12 სთ.
  • პორცია 10
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

მიწისთხილის კარაქის მომზადება სახლის პირობებში უმარტივესია და ბევრად იაფი ჯდება ვიდრე მისი შეძენა. და რაც მთავარია, უფრო ჯანსაღია. მისი მომზადება იხილეთ აქ მიწისთხილის კარაქის რეცეპტი.

  1. ნაყინის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
  2. სანამ ადუღდება, კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ მოთეთრო, კრემისებური მასა.
  3. შემდეგ ადუღებული რძე & ნაღები ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის მასას.
  4. მიღებული ნაყინის ბაზა გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  5. ბოლოს დაუმატეთ მიწისთხილის კარაქი. ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად, გადაიტანეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით.
  6. სერვირებისას ნაყინს მოხალული მიწისთხილი მოაყარეთ, ეს უფრო გააგემრიელებს თქვენს დესერტს.

ძალიან გემრიელი ნაყინი მიწისთხილის კარაქით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ენერგიის ბურთულები
შემდეგი
გარგრის ნამცხვარი არაჟნით
წინა
ენერგიის ბურთულები
შემდეგი
გარგრის ნამცხვარი არაჟნით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!