0 0
მაკარონის, ქათმისა და ბოსტნეულის სალათა

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2,5 ჩ.ჭ. მაკარონი
2 ც. ქათმის ფილე
1 ც. სტაფილო
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
10 ც. ზეთისხილი
4 ც. პატარა კიტრის მწნილი
4-5 ღერი მწვანე ხახვი
სოუსისთვის:
125 მლ. მაიონეზი
5 ს.კ. რძე
1 ს.კ. ძმარი
2 ჩ.კ. შაქარი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

კვებითი ღირებულებები

261 კკალ.
კალორია
13,3 გ.
ცხიმები
26 მგ.
ქოლეს- ტეროლი
24,2 გ.
ნახშირ- წყლები
10,7 გ.
ცილები
667 მგ.
სოდიუმი
241 მგ.
კალიუმი
1 მგ.
რკინა
29 მგ.
კალციუმი
0
D ვიტამინი

მაკარონის, ქათმისა და ბოსტნეულის სალათა

ამ სალათის ვიდეო რეცეპტიც უნდა გამეზიარებინა თქვენთვის, მაგრამ საშინელება დამემართა, კამერა სხვა რეჟიმზე ყოფილა დაყენებული, რაც სამწუხაროდ ვერ შევამჩნიე და საშინელი ხარისხის ვიდეო გამოვიდა, ამიტომ მხოლოდ ტექსტობრივ რეცეპტს გიზიარებთ.
მთავარია ის, რომ ეს სალათი არის სრულიად განსხვავებული და უგემრიელესი. სოუსში რძის დამატება ცოტა მაშინებდა, მაგრამ მაინც დავამატე და სწორადაც მოვიქეცი. თითოეულმა დეტალმა ახალი, ძალიან კარგი გემო შექმნა. მომზადება საკმაოდ მარტივია და ნახევარი საათიც საკმარისია იმისათვის, რომ გემრიელი სადილი მზად გქონდეთ.

  • 30 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • სოუსისთვის:

მომზადება

გაზიარება
  1. მაკარონი ადუღებულ მალირიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და მოათავსეთ ჯამში.
  2. ქათმის ფილეც მოხარშეთ და გააგრილეთ.
  3. სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით მაკარონს, კარგად აურიეთ. (მე ვაშლის ძმარი გამოვიყენე).
  4. სტაფილო გახეხეთ, ბულგარული, კიტრის მწნილი, მწვანე ხახვი და ზეთისხილი კუბიკებად დაჭერით. მოხარშული ქათმის ფილე დაანაწევრეთ ხელით.
  5. მაკარონს დაუმატეთ ქათმის ფილე და დაჭრილი ბოსტნეული, აურიეთ და სალათიც მზადაა.

ძალიან გემრიელი და განსხვავებული სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმის ღვიძლის პაშტეტი
შემდეგი
ეკლერი (ვიდეო რეცეპტი)
წინა
ქათმის ღვიძლის პაშტეტი
შემდეგი
ეკლერი (ვიდეო რეცეპტი)