0 0
კრემ-ყველის ტრიუფელები

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
150 გ. კრემ-ყველი
1 1/2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრა
250 გ. შოკოლადი
2 გ. ვანილინი
2 ს.კ. კაკაო
1/2 ჩ.ჭ. ნიგოზი

კვებითი ღირებულებები

210 კკალ.
კალორია
7,5 გ.
ცხიმები
10 მგ.
ქოლეს- ტეროლი
30 მგ.
სოდიუმი
34,7 გ.
ნახშირ- წყლები
2,2 გ.
ცილები
29 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა
78 მგ.
კალიუმი

კრემ-ყველის ტრიუფელები

რადგან შედარებით დაბალფასიან კრემ-ყველს მივაგენი, გადავწყვიტე ბევრ რეცეპტში გამომეყენებინა :D მისგან მოვაზადე სენდვიჩები, ტორტი და ტრიუფელები. ყველაფერი უგემრიელესი გამოვიდა. თუ ნუთელა გიყვართ, მაშინ ეს ტრიუფელები ძალიან მოგეწონებათ, რადგან გემოთი ძალიან ჰგავს მას. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. კარგი არჩევანია წვეულებებისა და ფურშეტებისთვის.

  • 1 სთ. და 20 წთ.
  • პორცია 22
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კრემ-ყველი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2. ნიგოზი დააბლენდერეთ, მაგრამ ძალიან ნუ დააქუცმაცებთ, ისეთი ზომის უნდ იყოს, რომ ტრიუფელები ამოავლოთ.
  3. კრემ-ყველი მიქსერით, დაბალი სიჩქარით, გათქვიფეთ, 10 წამი საკმარისია, შემდეგ ნახევარ-ნახევარ ჭიქებად დაუმატეთ შაქრის პუდრა და თქვიფეთ დაბალი სიჩქარით.
  4. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ კრემ-ყველის მასას, ვანილინიც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ.
  5. მიღებული მასა შედგით მაცივარში 1 საათით გასამაგრებლად.
  6. ამ დროში მასა გამაგრდება, გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთები და ნაწილი ამოვლეთ კაკაოში, ნაწილი კი ნიგოზში.

ძალიან გემრიელი ტრიუფელები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები
შემდეგი
ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში
წინა
შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები
შემდეგი
ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში

დაამატე კომენტარი