0 0
კრაბის სალათი (ვარიანტი #2)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 1/4 ჩ.ჭ. ბრინჯი
2 1/4 ჩ.ჭ. წყალი
1 ჩ.კ. მარილი
200 გ. კრაბის ჩხირები
300 გ. სიმინდის მარცვლები
2 ც. კიტრი
4 ც. საშუალო ზომის ბოლოკი
1/2 კონა მწვანე ხახვი
1/2 კონა კამა
სოუსისთვის
100 მლ. მაიონეზი
1/2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
3 ს.კ. ლიმონის წვენი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით წითელი წიწაკა

კრაბის სალათი (ვარიანტი #2)

  • 40 წთ.
  • პორცია 10
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • სოუსისთვის

მომზადება

გაზიარება
  1. პირველ რიგში მოხარშეთ ბრინჯი. წყალი აადუღეთ, დაუმატეთ მარილი, და ბრინჯი, კარგად მოურიეთ და დაუწიეთ ცეცხლს, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 15–17 წთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურულ ქვაბში გააჩერეთ 5 წთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ჩანგლის საშუალებით დაანაწევრებთ. ასეთი ტექნიკით მიიღებთ ფანტია ბრინჯს.
  2. სოუსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და აქციეთ ერთიან მასად.
  3. კრაბის ჩხირები, კიტრი და ბოლოკი კუბებად, მწვანილი კი წვრილად დაჭერით.
  4. გაციებულ ბრინჯს დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები და სიმინდის მარცვლები, მოასხით სოუსი და კარგად აურიეთ.
  5. სალათი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში, რადგან კარგად გაცივდეს და გემოები ერთმანეთს შეერიოს.

მარტივი და გემრიელი კრაბის სალათი მზადაა, გემრილად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ყაბაყი საქონლის ფარშით, სოკოთი და ყველით
წინა
ყაბაყი საქონლის ფარშით, სოკოთი და ყველით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!