0 0
კიში ბროკოლითა და ჩედარით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ცომისთვის:
200 გ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. ცივი წყალი
1 ს.კ. ვაშლის ძმარი
1 მწიკვი მარილი
100 გ. კარაქი
შიგთავსი:
1 საშუალო ზომის ბროკოლი
1-2 კბილი ნიორი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
6 ც. კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. რძე
100 გ. ჩედარი
1 ჩ.კ. ქონდარი
გემოვნებით პილპილი

კიში ბროკოლითა და ჩედარით

კიში ფრანგული სამზარეულოს წარმომადგენელია, თუმცა პოპულარობით სხვა მრავალ ქვეყანაშიც სარგებლობს, განსაკუთრებით წვეულებების დროს. ცომის ძალიან თხელ ფენაში გამომხვარი ომლეტი არაჩვეულებრივი არჩევანია საუზმისთვისაც. კიშის უამრავი ვარიაცია არსებობს, დღეს ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ - ბროკოლითა და ყველით. ახლო მომავალში კი კიდევ ერთ ვარიანტს გაგიზიარებთ.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 12
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:

  • შიგთავსი:

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 23 სმ. დიამეტრის

  • ცომის მოსამზადებლად, წყალს დაუმატეთ ვაშლის ძმარი და შედგით საყინულეში გამოყენებამდე.
  • ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი, ხელით გააფხვიერეთ.
  • როცა ქვიშის მსგავს მასას მიიღებთ დაუმატეთ ვაშლისძმრიანი წყალი, დაახლოებით 4 ს.კ. (სრულად არ დაგჭირდებათ), მოზილეთ ცომი. დიდხანს არ ზილოთ, როგორც კი შეიკვრება ცომი, გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 1 საათით.
  • ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი – გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ყვავილოვანი კომბოსტოს “ყვავილები”, მოასხით დაახლოებით 20-30 მლ წყალი, დააფარეთ თავსაფარი და გააჩერეთ ცეცხლზე 2-3 წთ. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად ამოურიეთ და 1 წთ-ში გადმოდგით ცეცხლიდან, შეაგრილეთ.
  • ცომი გააბრტყელეთ 28-30 სმ-ზე, გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, გვერდებზეც კარგად ამოიყვანეთ და ზედმეტი ცომი მოაჭერით. ფორმა 15 წუთით შედგით მაცივარში.
  • საცხობი ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე, გამოაცხვეთ ჯერ მხოლოდ ფორმაში არსებული თხელი ცომი (შიგთავსის გარეშე), ცხვება დაახლოებით 15 წთ.
  • შემდეგ გამოიღეთ და მასში მოათავსეთ ბროკოლი.  ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და რძე ერთად, დაუმატეთ პილპილი და ქონდარი. მიღებული მასა მოასხით ბროკოლს, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით საცხობ ღუმელში (ღუმელს დაუწიეთ 180 გრადუსამდე), აცხვეთ დაახლოებით 30 წთ.
  • გამომცხვარი კიში 5-10 წთ შეაგრილეთ ფორმაში.

ძალიან გემრიელი კიში ბროკოლითა და ჩედარით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
პასტა სოკოთი, არაჟნითა და პარმეზანით
შემდეგი
ყველის ბურთულები წვეულებისთვის
წინა
პასტა სოკოთი, არაჟნითა და პარმეზანით
შემდეგი
ყველის ბურთულები წვეულებისთვის
error: საავტორო უფლებები დაცულია!!