0 0
კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 კგ. კარტოფილი
500 გ. ქამა სოკო
2 თავი ხახვი
5 ს.კ. ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
3 ს.კ. ფქვილი
1/3 კონა კამა
1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი

კვებითი ღირებულებები

94 კკალ.
კალორია
4 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
13,2 გ.
ნახშირ- წყლები
2,4 გ.
ცილები
654 მგ.
სოდიუმი
362 მგ
კალიუმი
20 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
100 მკგ.
D ვიტამინი

კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)

მეგობრებო, რადგან მარხვა დაიწყო ეს პერიოდი ძირითადად სამარხვო რეცეპტებს გამოვაქვეყნებ ბლოგზე. ამ კატეგორიაში რეცეპტების მრავალფეროვნება ახლაცაა, თუმცა სიახლეები მაინც კარგია.
დღევანდელი რეცეპტი მარტივია, მაგრამ განსხვავებული და ძალიან გემრიელი. დროც არ სჭირდება ბევრი. გირჩევთ, რომ სცადოთ.

  • 1 სთ.
  • პორცია 18
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ, შემდეგ შეაგრილეთ. გაფრცქვენით, კარგად ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა და ფქვილი. კარგად აურიეთ და “ცომი” მზადაა.
  2. სანამ კარტოფილი მოიხარშება, მანამდე მოამზადეთ სოკოს შიგთავსი. ტაფა გააცხელეთ, მოასხით 2 ს.კ. ზეთი და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ რომ კარამელიზდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო. აურიეთ და 2 წუთში მოასხით ბალზამიკოს ძმარი (თუ არ გაქვთ, არაუშავს). სოკო კარგად რომ მოითუშება, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქინძი, ნივრის ფხვნილი და აურიეთ. სოკოს შიგთავსიც მზადაა.
  3. კარტოფილის ცომისგან გააკეთეთ ბულთები, 2 ს.კ. ცომი დაგჭირდებათ თითოეული ბურთულისთვის. შემდეგ თითოეული გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე 0,5 სმ. სისქეზე, შუაში ჩაუდეთ 1 სავსე ჩაის კოვზი სოკოს შიგთავსი, ხინკლის მსგავსად მოუკარით პირი, ამოაბრუნეთ და მიეცით ფორმა.
  4. შეწვით გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

მარტივი და გემრიელი კატლეტები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
სოკოს ღვეზელი
შემდეგი
ყავის ლიქიორი შესქელებული რძით
წინა
სოკოს ღვეზელი
შემდეგი
ყავის ლიქიორი შესქელებული რძით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!