0 0
კალმახი გასპაჩოს სოუსით – უგემრიელესია!

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 დიდი კალმახი
1 საშუალო ზომის კიტრი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 საშუალო კონა ქინძი
1 საშუალო კონა მწვანე ხახვი
1 კბილი ნიორი
1 მწვანე წიწაკა
2 ს.კ. ლიმონის წვენი
3-4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

კალმახი გასპაჩოს სოუსით – უგემრიელესია!

მეგობრებო, ყოველთვის როცა ძალიან გემრიელ რეცეპტს გიზიარებთ, უბედნიერესი ვარ და ახლაც სწორედ ეს შემთხვევაა. მოგიტანეთ ძალიან უცხო, არომატული, საზაფხულო და უგემრიელესი კერძის რეცეპტი. ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ ისევე როგორც გასპაჩოა საზაფხულო სუპი, მგონია, რომ ეს კერძიც ზაფხულს უფრო უხდება. მომზადება არის ძალიან მარტივი, ჩემთვის შედარებით დიდი დრო წაიღო მხოლოდ თევზისგან ფილეს მიღებამ, თუმცა ღირდა. კერძი ძალიან სასიამოვნო საჭმელი გამოვიდა, ამიტომ გირჩევთ, რომ თუ ფილეს არ შეიძენთ და თევზისგან მოამზადებთ ამ არაჩვეულებრივ კერძს, თევზს გააცალეთ ფხები. ასე ბოლომდე ისიამოვნებთ კერძის დაგემოვნებისას.

  • 30 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. თევზისგან გააკეთეთ ფილე ან შეგიძლიათ პირდაპირ თევზის ფილე გამოიყენოთ.
  2. ფილე დაჭერით სასურველ ზომებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და გააცხელეთ, თევზის ფილე შეწვით ორივე მხრიდან. თითოეულ მხარეს დაახლოებით 3-4 წთ. დასჭირდება.
  3. სოუსის მოსმზადებლად კიტრი მსხვილად, მწვანილი და წიწაკა კი წვრილად დაჭერით. ბლენდერში მოათავსეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი და დააბლენდერეთ, შეგიძლიათ სულ ცოტა წყალიც დაუმატოთ თუ დაბლენდერება გაგიჭირდებათ.
  4. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  5. სერვირებისთვის თეფშზე დაასხით სოუსი და შემწვარი ფილე ზემოდან დაადეთ.

უგემრიელესი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ზაფხულის ტოლმა (ვარიანტი #2)
შემდეგი
შოკოლადისა და ჟოლოს ტორტი
წინა
ზაფხულის ტოლმა (ვარიანტი #2)
შემდეგი
შოკოლადისა და ჟოლოს ტორტი