2 0
იტალიური სუპი მინესტრონე (სამარხვო)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 ც. სტაფილო
1 საშუალო ხახვი
3 კბილი ნიორი
100 გ. ისპანახი
1 საშუალო ყაბაყი
1/2-2/3 ჩ.ჭ მაკარონი
5 ჩ.ჭ. წყალი
400 გ. კანგაცლილი პომიდორი
1,5 ს.კ. ტომატპასტა
1/2 კონა ოხრახუში
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
2-3 ს.კ. ზეთი
2/3 ჩ.ჭ. ლობიო
12 ს.კ. ბაზილიკი (სუნელი)
1/2 ჩ.კ. ორეგანო

კვებითი ღირებულებები

184 კკალ.
კალორია
8,7 გ.
ცხიმები
0 მგ.
ქოლეს- ტეროლი
23,3 გ.
ნახშირ- წყლები
5,7 გ.
ცილები
1002 მგ.
სოდიუმი
581 მგ.
კალიუმი
72 მგ.
კალციუმი
3 მგ.
რკინა

იტალიური სუპი მინესტრონე (სამარხვო)

სამზარეულო:

    დღეს უგემრიელესი სუპის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ისეთია, ვინც კი გასინჯავს, მაშინვე რეცეპტს რომ გთხოვთ. მინესტრონე გახლავთ იტალიური სქელი სუპი, რომელიც სხვადასხვა სეზონური ბოსტნეულისგან მზადდება და ემატება მაკარონი, ბრინჯი ან ორივე ერთად. დღევანდელ ვარიანტს მხოლოდ მაკარონი აქვს დამატებული და ნამდვილად უგემრიელესია, თან საკმაოდ ჯანსაღია. მოკლედ გირჩევთ, რომ მოამზადოთ.

    • 1 სთ.
    • პორცია 5
    • მარტივი

    ინგრედიენტები

    მომზადება

    გაზიარება

    ლობიო, გირჩევთ, წინასწარ მთელი ღამით დაალბოთ, რათა მალე მოიხარშოს. მოხარშეთ ჩვეულებრივ, ადუღების შემდეგ პირველი პირი წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ ისე, რომ ფორმა შეინარჩუნოს, ანუ ძალიან ნუ გადახარშავთ, რადგან შემდეგ სუპშიც უნდა იდუღოს.

    1. ხახვი და ნიორი წვრილად, ყაბაყი მოზრდილ კუბიკებად, სტაფილო კი რგოლებად დაჭერით.
    2. ქვაბი გააცხელეთ, ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და შუშეთ 8-10 წუთი.
    3. შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული კანგაცლილი პომიდორი, ტომატპასტა, მოხარშული ლობიო, წყალი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ და აადუღეთ. როცა ადუღდება, გაზს დაუწიეთ და ადუღეთ 10-15 წუთი.
    4. შემდეგ დაუმატეთ მაკარონი და როცა მაკარონი მოიხარშება, დაჭრილი ისპანახი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ნახევარი წუთით წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

    უგემრიელესი სუპი მინესტრონე მზადაა, გემრიელად მიირთვით!

    მედეა ჩუბინიძე

    ბლოგის ავტორი.

    წინა
    წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)
    შემდეგი
    უგემრიელესი სალათი “ცეზარი”
    წინა
    წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)
    შემდეგი
    უგემრიელესი სალათი “ცეზარი”