0 0
თინუსის სალათი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
სოუსისთვის:
2,5 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
1 ლიმონის წვენი
1 ლიმონის ცედრა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით წითელი წიწაკა
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
სალათისთვის:
400 გ. თინუსი ზეთში
1/2 თავი ხახვი
3 ღერი მწვანე ხახვი
1 ც. კიტრი
1/2 ჩ.ჭ. ზეთისხილი
4-5 ც. პატარა ზომის ბოლოკი
2,5 ც. ნიახურის ღერები
1/2 კონა ოხრახუში
1/3 კონა პიტნა

თინუსის სალათი

მეგობრებო, დღეს ახალი, ძალიან კარგი რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ. ეს გახლავთ თინუსის სალათი, რომელიც არის ძალიან ჯანსაღი და უგემრიელესი. ამასთანავე მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. შეგიძლიათ გადაახვიოთ ლავაშში და უგემრიელესი სენდვიჩები მიიღოთ. მშვენიერი იდეაა ლანჩისთვის.

  • 20 წთ,
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • სოუსისთვის:

  • სალათისთვის:

მომზადება

გაზიარება
  1. სოუსის მოსამზადებლად სოუსის  ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ.
  2. კიტრი გათალეთ და  სიგრძეზე ორ ნაწილად გაჭერით, შემდეგ კი ნახევარმთვარეებად დაჭერით. ასევე დაჭერით ნიახურიც. ხახვი, ოხრახუში, პიტნა (მხოლოდ ფოთლები) წვრილად, ბოლოკი და ზეთისხილი კი მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.
  3. ჯამში მოათავსეთ თინუსი, დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები, მოასხით მომზადებული სოუსი და კარგად ამოურიეთ.

ჯანსაღი და ძალიან გემრიელი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ბულგური ბოსტნეულით
შემდეგი
ყაბაყი საქონლის ფარშით, სოკოთი და ყველით
წინა
ბულგური ბოსტნეულით
შემდეგი
ყაბაყი საქონლის ფარშით, სოკოთი და ყველით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!