0 0

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
კატლეტის:
500 გ. მოხარშული კალმახი
2 ც. კვერცხი
1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) მაიონეზი
1 1/2 ჩ.ჭ. საფანელი "პანკო"
4 ღერი მწვანე ხახვი
1/2 ჩ.კ. ქინძის სუნელი
1/2 ჩ.კ. პაპრიკა
2 კბილი ნიორი
1/4 ჩ.კ, ორეგანო
1/4 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
1 ც. ლიმონი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
შესაწვავად ზეთი
სალათის:
4 ც. კიტრი
1/4 კონა პიტნა
1/2. მწვანე მწარე წიწაკა
3 ს.კ. გაწურული მაწონი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი

თევზის კატლეტები კიტრისა და პიტნის სალათით

თევზი რომ ძალიან სასარგებლოა ამაზე არავინ კამათობს, თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის არც ისე საყვარელი პროდუქტია. განსაკუთრებით ცუდად ბავშვები მიირთმევენ ხოლმე. დღეს გაგიზიარებთ რეცეპტს, თევზის ისეთი კატლეტების მომსამზადებლად, რომელიც როგორც თევზის მოყვარულებს, ისე არამოყვარულებს, მოეწონებათ. კიტრისა და პიტნის სალათი გაწურული მაწვნის სოუსით, კიდევ უფრო განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. თევზის კატლეტები გამოდის ძალიან სურნელოვანი, არომატული, ნაზი სტრუქტურის და რაც მთავარია, უგემრიელესი. გირჩევთ, რომ აუცილებლად სცადოთ.

  • 1 სთ.
  • პორცია 18
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • კატლეტის:

  • სალათის:

მომზადება

გაზიარება

ამ კატლეტების მომზადება შეგიძლიათ ორაგულითაც.

  • მოხარშულ თევზს მოაშორეთ ფხები, გადაიტანეთ ჯამში და ჩანგლის საშუალებით დაანაწევრეთ.
  • დაუმატეთ “პანკო”, წვრილად დაჭრილი ნიორი და  მწვანე ხახვი, ლიმონის ცედრა და ნახევარი ლიმონის წვენი, სუნელები, მაიონეზი, გათქვეფილი კვერცხი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  • თითო სუფრის კოვზი თევზის ფარში ამოიღეთ, დაამრგვალეთ და ოდნავ გააბრტყელეთ. შეწვით საშუალო ცეცხლზე ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაში ორივე მხრიდან, თითო მხარეს დასჭირდება 4-5 წთ. შემწვარი კატლეტები გადაიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.
  • სალათის მოსამზადებლად გათალეთ კიტრი, დაჭერით მაქსიმალურად თხელ რგოლებად (შეგიძლიათ ბოსტნეულის სათლელით ჩამოთალოთ თხელი რგოლები). პიტნის მხოლოდ ფოთლები დაჭერით წვრილად, წვრილადვე დაჭერით მწვანე წიწაკა და ორივე დაუმატეთ კიტრს. მოასხით გაწურული მაწონი და ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ. სალათი რამდენიმე საათი შედეთ მაცივარში, რათა არომატი კარგად გაუჯდეს.

ძალიან გემრიელი და არომატული თევზის კატლეტები კიტრისა და პიტნის სალათით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კრაბის სალათი (ვარიანტი #2)
შემდეგი
კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით
წინა
კრაბის სალათი (ვარიანტი #2)
შემდეგი
კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!