0 0
ზაფხულის ტოლმა (ვარიანტი #2)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1,5 კგ. მწვანე ბულგარული წიწაკა
2 თავი ხახვი
5 კბილი ნიორი
4 დიდი სტაფილო
2/3 ჩ.ჭ. ბრინჯი
3 ც. პომიდორი
6 ს.კ. ზეთი
1 პატარა კონა ქინძი
1 პატარა კონა ოხრახუში
1/2 კონა რეჰანი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1/2 ჩ.კ. პაპრიკა

ზაფხულის ტოლმა (ვარიანტი #2)

მეგობრებო, მას შემდეგ რაც ზაფხული დაიწყო, ზაფხულის ტოლმის რეცეპტი უპირობო ლიდერია და პოპულარული რეცეპტების სათავეშია, ამიტომ გადავწყვიტე მისი მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი გაგიზიაროთ. ამ ვარიაციით მომზადებულ ტოლმას უფრო მკვეთრად აქვს შენარჩუნებული არომატები და გემოები, ჩემთვის ეს ვარიანტი უფრო მოსაწონია. გირჩევთ, რომ სცადოთ.

  • 2 სთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ბულგარული წიწაკის კანი ცეცხლზე დაწვით. დიახ, დიახ უნდა დაწვათ, ეს ძალიან მარტივია, ცეცლზე უნდა გააჩეროთ 2-3 წთ. თითოეულ მხარეს. შემდეგ გააგრილეთ და დამწვარი კანი მოაშორეთ. შემდეგ წიწაკებს თავი მოაჭერით, ამოაცალეთ თესლები და წიწაკები მზადაა შიგთავსით ამოსავსებად.
  2. შიგთავსის მოსამზადებლად ბრინჯი მოხარშეთ, თუმცა არა ბოლომდე, ოდნავ უნდა აკლდეს მოხარშვა, რადგან შემდეგ ბოსტნეულს რომ შეერევა იქ დაასრულებს მომზადებას.
  3. ხახვი წვრილად, ნიორი კი მსვილად დაჭერით. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორს კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით.
  4. ტაფაზე დაასხით 5 ს.კ. ზეთი, გააცხელეთ და შემდეგ დაამატეთ ხახვი და სტაფილო, მოშუშეთ. დაახლოებით 5 წუთში დაუმატეთ ნიორი, კარგად ამოურიეთ. 1-2 წუთში დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და კარგად აურიეთ.
  5. 5 წუთში დაუმატეთ პომიდორი და კვლავ კარგად აურიეთ.
  6. მწვანილი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ შიგთავს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა. კარგად აურიეთ და 2-3 წუთში შიგთავსიც მზადაა. (სუნელები პაპრიკის გარდა არ გამოვიყენე, რადგან მწვანილმა ისეთი საოცარი სურნელი დაატრიალა, არ მინდოდა ეს არომატები გადამეფარა).
  7. ბულგარული წიწაკები ამოავსეთ შიგთავსით. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაალაგეთ შიგთავსიანი წიწაკები. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წთ.

უგემრიელესი საზაფხულო ტოლმა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ატმისა და ჟოლოს ლიმონათი
შემდეგი
კალმახი გასპაჩოს სოუსით – უგემრიელესია!
წინა
ატმისა და ჟოლოს ლიმონათი
შემდეგი
კალმახი გასპაჩოს სოუსით – უგემრიელესია!