1 0
ვაშლის ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
5 ც. კვერცხი
1,5 ჩ.ჭ. შაქარი
500 მლ. მაწონი
1/2 ჩ.ჭ. ზეთი
1 ჩ.კ. სოდა
2 გ. ვანილინი
4-4,5 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
1/5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
5 ც. ვაშლი
4 ს.კ. ქიშმიში
50 გ. ნიგოზი
1 ც. ლიმონის ცედრა
2 ს.კ. ლიმონის წვენი

ვაშლის ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით

უამრავი კექსის რეცეპტი დევს ბლოგზე, მსგავსი ინგრედიენტებით მომზადებული, თუმცა თითოეული მათგანის გემო სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია. მათ შორის დღევანდელი ნამცხვრის, რომელიც უმარტივესად კეთდება და არის საოცრად სურნელოვანი, არომატული და გემრიელი. ვაშლი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა, ჯავზი, ნიგოზი და ქიშმიში, ეს ყველაფერი ერთად არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.

  • 45 წთ.
  • პორცია 16
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კვერცხი და შაქარი ერთად კარგად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ ჰაეროვანი, მოთეთრო მასა. შემდეგ დაუმატეთ მაწონი (მასში გახსნილი სოდით) და ზეთი, კვლავ ათქვიფეთ.
  2. შემდეგ დაუმატეთ ვანილინი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი (იგივე ჯავზი), ლიმონის წვენი და ცედრა, კარგად აურიეთ.
  3. ბოლოს ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ, მიიღებთ საშუალო სისქის ცომს.
  4. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაზე (გამოვიყენე დენის საცხობის ფორმა), მასზე გაანაწილეთ 2-3 სმ სისქის კუბებად დაჭრილი ვაშლი, მოაყარეთ ქიშმიში და ნიგოზი (მე ნიგოზი სანაყში დავნაყე, წმინდად არა, საშუალო ზომებად).
  5. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა, მზადაა.

მარტივი, არომატული და უგემრიელესი ვაშლის ნამცხვარი ქიშმიშითა და ნიგვზით მზადაა, გემრიელად მიირთვით! (არ დაგავიწყდეთ ფინჯანი ჩაის მოდუღება, რაც ძალიან უხდება).

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ყავის ორცხობილები
შემდეგი
პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით
წინა
ყავის ორცხობილები
შემდეგი
პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!