1 0
ვაშლის მარტივი და გემრიელი ნამცხვარი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
4 საშუალო ზომის კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
300 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები
1/3 ჩ.ჭ. რძე
2 ჩ.კ. ფორთოხლის ესენცია
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
1 2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1,5 ს.კ. სიმინდის სახამებელი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1/4 ჩ.კ. მიხაკი
მწიკვი მარილი
3 ც. საშუალო ზომის ვაშლი

კვებითი ღირებულებები

202 კკალ.
კალორია
7,7 გ.
ცხიმები
29,6 გ.
ნახშირ- წყლები
66 მგ.
ქოლეს- ტეროლი
3 გ.
ცილები
4 მკგ.
D ვიტამინი
53 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა
122 მგ.
კალიუმი

ვაშლის მარტივი და გემრიელი ნამცხვარი

ეს ნამცხვარი დაახლოებით 1 თვის წინ გამოვაცხე და იმის მერე რატომღაც ვერა და ვერ დავდე ბლოგზე. რეცეპტი რომ არ ჩამენიშნა, ვეღარც გაგიზიარებდით, რადგან ამდენ ხანში კი დამავიწყდა რა რამდენი დავუმატე. კარგია facebook-ს საკუთარ თავთან მიწერის ფუნქციაც რომ აქვს :D ასე ვინიშნავ უამრავ რამეს, ამ რეცეპტის მსგავსად.
ახლა ორ სიტყვას ან ნამცხვარზეც გეტყვით და უშუალოდ რეცეპტზე გადავალ. მზადდება ყველა კექსის მსგავსად ძალიან მარტივად და სწრაფად, გამოდის ძალიან ფუმფულა და არომატული, დარიჩინი, ვაშლი და ფორთოხლის ესენცია მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს.

  • 40 წთ.
  • პორცია 16
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მე სოფლის რძის ნაღები გამოვიყენე, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოხადოთ ნატურალურ რძეს – რძე აადუღეთ, მაცივარში გააჩერეთ რამდენიმე საათი, ამ დროს მოიგდებს ნაღებს და შემდეგ მოხადეთ.
  2. ნამცხვრის მოსამზადებლად კვერცხი მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ, მასა კარგად რომ გაფუვდება და მოთეთრო გახდება შეათქვიფეთ ნაღები და ფორთოხლის ესენცია. (ფორთოხლის ესენციის მომზადება სახლში მარტივად შეგიძლიათ, ამისათვის იხილეთ ეს ლინკი ესენციის რეცეპტი. )
  3. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, სოდა, გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დარიჩინი და მიხაკი, კარგად აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ კვერცხის მასას, ხელის სათქვეფით შეათქვიფეთ.
  4. მიღებულ ცომს დაუმატეთ რძე.
  5. ვაშლი გათალეთ, დაჭერით ნახევარი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად. ცომის ნახევარი ჩაასხით ცხიმ წასმულ ფორმაში (ფორმა 33×22 სმ). მასზე გაანაწილეთ ვაშლის ნახევარი, ვაშლს გემოვნებით დარიჩინი და შაქარი მოაყარეთ, დაასხით ცომის მეორე ნახევარი და მასზე დარჩენილი ვაშლი დაალაგეთ. კვლავ მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი.
  6. შედგით 180-190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.

მარტივი, არომატული და გემრიელი ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
შოკოლადის მაფინები
შემდეგი
სპაგეტი ბოლონეზე
წინა
შოკოლადის მაფინები
შემდეგი
სპაგეტი ბოლონეზე

დაამატე კომენტარი