0 0
ვაშლისა და ალუბლის ტარტი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1,5 ჩ.ჭ. ფქვილი
125 გ. ცივი მარგარინი
6 ს.კ. ცივი წყალი
1/2 ჩ.კ. მარილი
3 ც. დიდი ვაშლი
2 ჩ.ჭ. კურკაგამოცლილი ალუბალი
1/4 ჩ.ჭ. შაქარი
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
2,5 ს.კ. სიმინდის სახამებელი

კვებითი ღირებულებები

298 კკალ.
კალორია
13 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
43 გ.
ნახშირ- წყლები
2,8 გ.
ცილები
308 მგ.
სოდიუმი
122 მგ.
კალიუმი
10 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა

ვაშლისა და ალუბლის ტარტი

ხილის ტარტები მომზადების სიმარტივითა და საოცარი არომატით გამოირჩევა. გარდა ამისა, მსუბუქია და ძალიან გემრიელი. ზამთრის სუსხიან დღეებს ფინჯან ცხელ ჩაისთან ერთად განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს, ამიტომ ძალიან მიყვარს. ბლოგზეც ბევრი ვარიანტის ნახვა შეგიძლიათ, სხვადასხვა ცომითა და შიგთავსით. ვაშლისა და ალუბლის კომბინაცია არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, ძალიან კარგი არომატი აქვს და გემოებიც საკმაოდ მოუხდა ერთმანეთს.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 26-28 სმ. დიამეტრის

  • ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. შემდეგ კი ჩაახეხეთ ცივი მარგარინი, ხელით აურიეთ და გააფხვიერეთ ფქვილი. დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. შედეთ მაცივარში სანამ შიგთავსს მოამზადებთ.
  • შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად, მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ალუბალი (გაყინული ალუბლის გამოყენების შემთხვევაში გაალღვეთ და წვენის გარეშე დაუმატეთ), შაქარი, დარიჩინი, სიმინდის სახამებელი და კარგად აურიეთ.
  • ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაიტანეთ ტარტის ფორმაში, გვერდები ამოუწიეთ, გაანაწილეთ შიგთავსი. ცომის მეორე ნაწილი შეგიძლიათ ასევე თხლად გააბრტყელოთ და ისე გადააფაროთ, დასეროთ და ასე გამოაცხოთ, ან ისე გააფორმოთ როგორც ფოტოზეა.
  • შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 35-45 წთ. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს.
  • გააციეთ დაახლოებით 30 წუთი და ისე მიირთვით.

ძალიან არომატული და გემრიელი ტარტი ვაშლითა და ალუბლით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ბალზამიკოს ძმრით
შემდეგი
ქოქოსის ნამცხვარი
წინა
ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ბალზამიკოს ძმრით
შემდეგი
ქოქოსის ნამცხვარი

დაამატე კომენტარი