0 0
ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ყვითელი ფენისთვის
3/4 ჩ.ჭ. მოხალული მიწისთხილი
1/2 ჩ.ჭ. (კურკაგამოცლილი) ფინიკი
მწიკვი მარილი
20-25 ცალი მთლიანი მიწისთხილი
ყავისფერი ფენისთვის:
1,5 ჩ.ჭ. მოხალული მიწისთხილი
1,5 ჩ.ჭ. (კურკაგამოცლილი) ფინიკი
1/4 ჩ.ჭ. კაკაო
1 ჩ.კ. მარილი
მწიკვი წყალი

ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )

ენერგიის ბურთულების პირველმა ვარიანტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბლოგის მკითხველში, ამიტომ დღეს მისი მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი უნდა გაგიზიაროთ. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ დღევანდელი ვარიანტი ბევრად უფრო გემრიელია, მისი გემო ძალიან გავს გრილიაჟის გემოს. მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, რადგან ჯერ ყვითელ ბურთულებს ვაკეთებთ, რომლის გულშიც მიწისთხილს ვათავებთ და შემდეგ მათ ვახვევთ შავ ფენაში. თუ სასუსნავები გიყვართ, და ვფიქრობ 95 %-ს მაინც გეყვარებათ, თან გინდათ რომ შაქარს მოერიდოთ, ეს ტკბილი სასუსნავი თქვენთვისაა. 0 შაქარი და არაჩვეულებრივი გემო, სცადეთ.

  • 1 სთ.
  • პორცია 20
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • ყვითელი ფენისთვის

  • ყავისფერი ფენისთვის:

მომზადება

გაზიარება
  1. ყვითელი ფენის მოსამზადებლად სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ მიწისთხილი და წვრილად დაფქვით, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ კი დაუმატეთ ფინიკი და მარილი, კვლავ ჩართეთ კომბაინი მაღალ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, წებოვანი მასა.
  2. თითოეული ბურთულისთვის აიღეთ 1/2 ს.კ. მიღებული მასა, ხელის გულზე გაიბრტყელეთ, შუაში ჩაუდეთ მიწისთხილი და დაამრგვალეთ.
  3. ყავისფერი ფენის მოსამზადებლადაც პირველ რიგში მიწისთხილი ჩაყარეთ კომბაინში და ასევე წვრილად დაფქვით, შემდეგ კი დაუმატეთ ფინიკი, კაკაო და მწიკვი მარილი. კვლავ ჩართეთ მაღალ სიჩქარეზე, ბოლოს კი წყალი დაუმატეთ და რამდენიმე წამით კვლავ ჩართეთ კომბაინი.
  4. ყავისფერი მასის 1 ს.კ. გაიბრტყელეთ ხელის გულზე, მის ცენტრში მოათავსეთ ყვითელი ბურთულა და დაამრგვალეთ.

ძალიან გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავი ენერგიისთვის მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ენერგიის ბურთულების პირველი ვარიანტი იხილეთ აქ http://ენერგიის ბურთულები #1

 

თუ მოგწონთ ჩემი რეცეპტები, გამოიწერეთ ჩემი ბლოგის YouTube არხი.

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ტარტი მოხარშული კრემითა და ხილით – უგემრიელესია!
შემდეგი
ანანასის ტორტი
წინა
ტარტი მოხარშული კრემითა და ხილით – უგემრიელესია!
შემდეგი
ანანასის ტორტი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!