0 0
ეკლერი (ვიდეო რეცეპტი)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
კრემისთვის:
1 1/4 ჩ.ჭ რძე
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
3 ც. კვერცხის გული
15 გ. კარაქი
1 გ. ვანილინი
ცომისთვის:
125 გ. კარაქი
1/2 ჩ.ჭ. წყალი
1/2 ჩ.ჭ. რძე
2 ჩ.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
4 ც. კვერცხი
შოკოლადის მინანქრისთვის:
1/2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრა
1,5 ს.კ. კაკაო
1 გ. ვანილინი
1,5-2 ს.კ. რძე

ეკლერი (ვიდეო რეცეპტი)

ზაფხულის არდადეგების შემდეგ თქვენთვის ვიდეო რეცეპტი აღარ გამიზიარებია, რადგან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მის ჩაწერას და შემდეგ დამუშავებას, მე კი უნივერსიტეტის პერიოდში ნამდვილად არ მქონდა ამდენი თავისუფალი დრო :( დღეს გემრიელი ეკლერების ვიდეო რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, მომზადება არაა რთული, მთავარია ტექსტობრივი რეცეპტიც დაკვირვებით წაიკითხოთ და პატარ-პატარა დეტალები გაითვალისწინოთ. თუ რაიმე დამატებითი კითხვა გექნებათ, მომწერეთ.
P.S. რადგან ეკლერები ფრანგულ სამზარეულოს ეკუთვნის, ვიდეოს ფრანგულია მუსიკა დავადე, იმედია ესეც მოგეწონებათ.

  • 2 სთ.
  • პორცია 18
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • კრემისთვის:

  • ცომისთვის:

  • შოკოლადის მინანქრისთვის:

მომზადება

გაზიარება
  1. პირველ რიგში მოამზადეთ კრემი, ამისათვის ქვაბში ჩაასხით რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე გასაცხელებლად. ამასობაში ცალკე ჯამში მოათავსეთ შაქარი და სიმინდის სახამებელი (თუ არ გაქვთ, შეცვალეთ ფქვილით), აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გულები და მიქსერით გათქვიფეთ, უნდა მიიღოთ შეძლებისდაგვარად ერთგვაროვანი მასა.
  2. ამის შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე, მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში, (სჯობს საწური გამოიყენოთ, რადგან, თუ რაიმე ბოლომდე არ გაიხსნა ის კრემში არ მოხვდეს) დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, როცა კრემი გასქელდება და დუღილს დაიწყებს, 1 წთ. კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე და შემდეგ გადმოდგით.
  3. ცხელსვე დაუმატეთ ვანილინი და კარაქი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, ზემოდან გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს კარგად ეხებოდეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კრემი როცა გაცივდება, ზედა ფენამ ფუფხი არ გაიკეთოს. კრემი გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  4. ცომის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, წყალი და რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე, როცა კარაქი გადნება გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ფქვილი, ხის კოვზით აურიეთ, როცა ფქვილი ბოლომდე შეერევა სითხეს დააბრუნეთ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით დაახლოებით 4-5 წთ.
  5. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, კვლავ ურიეთ კოვზით 4-5 წუთი, რათა ცომი შეგრილდეს.
  6. კვერცხი ცალკე ოდნავ გათქვიფეთ ჩანგლით, შემდეგ კი გაგრილებულ ცომს, 4 ნაწილად შეურიეთ. სანამ პირველი ნაწილი ბოლომდე არ შეერევა ცომს და მასა ერთიანი არ გახდება, შემდეგი ნაწილი არ დაამატოთ.
  7. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, საკონდიტრო ტომრის დახმარებით დასვით ეკლერის ცომი, თითოეულ ეკლერს შორის დაშორება 2-3 სმ. უნდა იყოს.
  8. შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წთ, შემდეგ დაუწიეთ 175 გრადუსამდე და დამატებით აცხვეთ 10-15 წუთი. ეს დამოკიდებულია როგორც თქვენს ღუმელზე, ასევე ეკლერების ზომაზე. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა გახდეს.
  9. სანამ ეკლერები ცხვება მოამზადეთ მინანქარი, ამისათვის მინანქრის ყველა ინგრედიენტი უნდა შეურიოთ ერთმანეთს, სულ ესაა.
  10. გამომცხვარი ეკლერები გააციეთ, თითოეულს ერთ-ერთი გვერდიდან გაუკეთეთ ხვრელი საიდანაც კვლავ საკონდიტრო ტომრის დახმარებით უნდა შეუყვანოთ კრემი.
  11. კრემიანი ეკლერები ერთი მხრიდან ჩადეთ მომზადებულ მინანქარში, შეგიძლიათ კოვზით ან დანით გადაუსვათ, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ფრანგული ეკლერები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
მაკარონის, ქათმისა და ბოსტნეულის სალათა
შემდეგი
ჟელეს ტორტი სამი ფენით
წინა
მაკარონის, ქათმისა და ბოსტნეულის სალათა
შემდეგი
ჟელეს ტორტი სამი ფენით