0 0
გუაკამოლე სომხური ლავაშის ჩიფსებით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 ც. მწიფე ავოკადო
3-4 ც. ჩერი პამიდორი
1/3 თავი წითელი ხახვი
1 ც. მწარე წიწაკა
1 ს.კ. ლაიმის წვენი
1/2 ჩ.კ. ზღვის მარილი
3-4 ღერი ქინძი
გემოვნებით პილპილი
ლავაშის ჩიფსებისთვის:
სომხური ლავაში
ზეთი
პაპრიკა

გუაკამოლე სომხური ლავაშის ჩიფსებით

გუაკამოლე მექსიკურ სამზარეულოს ეკუთვნის. სახელი მომდინარეობს აცკეტების დიალექტიდან āhuacamolli, რაც ნიშნავს ავოკადოს სოუსს. რადგან ამ სოუსის ბაზა ავოკადოა, მის სასარგებლო თვისებებსაც ის განსაზღვრავს, ის შეიცავს კვებით ბოჭკოს, B, K და E ვიტამინებს, კალიუმს, ნაჯერ და მონოუჯერ ცხიმებს, ასევე კაროტეინებს.
ახლა კი რაც შეეხება გემოს, ხომ იცით რომ ყოველთვის გულწრფელად ვწერ ყველაფერს და ახლაც ასე გეტყვით, საკმაოდ განსხვავებული გემო აქვს, სპეციფიკური, ჩვენთვის ნაცნობ გემოს ვერ შევადარებ, გემრიელია განსაკუთრებით ლავაშის ჩიფსებთან ერთად, თუმცა ვერ ვიტყვი რომ უგემრიელესია. გემოვნების ამბავია, მომეწონა, მაგრამ ვერ აღვფრთოვანდი. თუ გაინტერესებთ გემო გამოიყენეთ ეს რეცეპტი, რადგან კლასიკური ვარიანტია და როგორც უცხოური ფუდბლოგის კომენტარებში წერდნენ, ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც მექსიკაშია.

  • 15 წთ.
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • ლავაშის ჩიფსებისთვის:

მომზადება

გაზიარება

გუაკამოლეს მოსამზადებლად აუცილებელია რომ ავოკადო იყოს მწიფე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ ჩაჭყლიტავთ და არ გამოვა გუაკამოლე. მწიფე ავოკადო ოდნავ რბილი მაინც უნდა იყოს, შეარჩიეთ წაგრძელებული ფორმის ავოკადო, სისქე რომ თითქმის ერთი აქვს მთელ სიგრძეზე, ასეთს ძალიან პატარა კურკა აქვს და თანხას მხოლოდ კურკაში არ გადაიხდით.

  1. ავოკაცო გაჭერით, კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი და გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლაიმის წვენი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
  2. ხახვი, წიწაკა და ქინძი წვრილად, პამიდორი (მხოლოდ რბილობი, თესლის გარეშე) კი პატარა კუბიკებად დაჭერით. დაუმატეთ ავოკადოს, მოაყარეთ პილპილი და აურიეთ. გუაკამოლე მზადაა.
  3. ჩიფსების მოსამზადებლად სომხური ლავაში სასურველი ზომის სამკუთხედებად დაჭერით, ზეთს შეურიეთ პაპრიკა და მიღებული მასა ფუნჯით წაუსვით ლავაშის სამკუთხედებს ორივე მხრიდან, შეგიძლიათ ჯერ წაუსვათ და შემდეგ დაჭრათ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გაანაწილეთ ლავაშის სამკუთხედები.
  4. შედგით 190-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-12 წთ.

გუაკამოლე და სომხური ლავაშის ჩიფსები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
იტალიური საქორწილო სუპი (სამარხვო ვარიანტი)
შემდეგი
სამარხვო ბურიტო
წინა
იტალიური საქორწილო სუპი (სამარხვო ვარიანტი)
შემდეგი
სამარხვო ბურიტო
error: საავტორო უფლებები დაცულია!!