0 0
გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 კგ. ქათმის ბარკლები
1/4 ჩ.ჭ. ზეთი
4 კბილი ნიორი
1/3 კონა ოხრახუში
3 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ს.კ. მარილი
1/2 ჩ.კ. პილპილი

კვებითი ღირებულებები

249 კკალ.
კალორია
11,9 გ.
ცხიმები
101 მგ.
ქოლეს- ტეროლი
0,5 გ.
ნახშირ- წყლები
33 გ.
ცილები
559 მგ.
სოდიუმი
291 მგ.
კალიუმი
22 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა

გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით

ალბათ ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ არც თევზის და არც ხორცის უბრალოდ შეწვა არ მიყვარს და ყოველთვის რაიმე განსხვავებულ და გემრიელ მარინადს ვეძებ, რათა უფრო გავამრავალფეროვნო გემო, ხორცი გავხადო უფრო ნოტიო და არომატული. დღესაც სწორედ წინასწარ დამარინადებული და შემდეგ გამომცხვარი ქათმის ბარკლების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. თუ მოამზადებთ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ შეწვას ასე მომზადებით ჩაანაცვლებთ. გჭირდებათ ძალიან ცოტა დრო, იმ პერიოდის გამოკლებით, რაც დამარინადებისთვისაა საჭირო.

  • 4 სთ
  • პორცია 16
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირიც გაჭერით 2 ან 3 ნაწილად.
  2. თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ეს მასა მოასხით ქათმის ბარკლის ნაჭრებს, ხელით ამოურიეთ ისე, რომ მარინადი ყველა ნაჭერზე თანაბრად განაწილდეს.
  3. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ მინიმუმ 3 საათი.
  4. საცხობ ფორმაზე წაუსვით ცოტა ზეთი, გადაიტანეთ ქათმის ნაჭრები და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 25 წუთი, შემდეგ ამოაბრუნეთ და კიდევ 25 წუთი აცხვეთ.

გამომცხვარი ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმის ღვეზელი
შემდეგი
ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ბალზამიკოს ძმრით
წინა
ქათმის ღვეზელი
შემდეგი
ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ბალზამიკოს ძმრით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!