ინგრედიენტები
-
1,5 კგ. კარტოფილი
-
2 ს.კ. ზეთი
-
1,5 ჩ.კ. პაპრიკა
-
1 სავსე ჩ.კ. ორეგანო
-
2/3 ჩ.კ. ბაზილიკი
-
2/3 ჩ.კ. ნივრის პუდრა
-
1 ჩ.კ. გამომშრალი ხახვი
-
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
მომზადება
- სახეხით კარგად გარეცხილი და გამშრალებული კარტოფილი გავჭრათ სიგრძეზე, თითოეული ნაწილი კი დავჭრათ დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
- სანელებლები ერთ თასში შევურიოთ ერთმანეთს.
- ე.წ. ფოლგა ან საცხობი ქაღალდი დავაფინოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე, მასზე გავანაწილოთ კარტოფილის ნაჭრები, მოვაყაროთ სანელებლების ნახევარი, ავურიოთ და მოვაყაროთ მეორე ნახევარიც, ავურიოთ, მოვასხათ ზეთი, კვლავ ავურიოთ და თანაბრად გავანაწილოთ ფორმის ზედაპირზე.
- შევდგათ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 40 წთ.
მარტივი, ნაკლებად კალორიული და ძალიან გემრიელი გამომცხვარი კარტოფილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მიირთვით საყვარელ სოუსთან ერთად, ესეც ორი გემრიელი ვარიანტი: