0 0
გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
15 პატარა ზომის კარტოფილი
100 გ. კარაქი
180 გ. ჩედარი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით ორეგანო

კვებითი ღირებულებები

9,6 გ.
ცხიმები
27 მგ.
ქოლეს- ტეროლი
30 გ.
ნახშირ- წყლები
6,5 გ.
ცილები
278 მგ.
სოდიუმი
732 მგ.
კალიუმი
112 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
5 მკგ.
D ვიტამინი
228 კკალ.
კალორია

გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით

დღეს ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, წვეულების მენიუსთვის არაჩვეულებრივია. ჩედარის ყველის შეცვლა შეგიძლიათ, თუმცა ის განსაკუთრებულად გემრიელს ხდის კარტოფილს. გირჩევთ პატარა ზომის კარტოფილები გამოიყენოთ, რადგან უფრო მარტივი იქნება მისი მირთმევა.

  • 50 წთ.
  • პორცია 15
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ამ რეცეპტში შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ სხვადასხვა სანელებელი, ბეკონი, მწვანე ხახვი ან რაც გენებოთ.

 

  1. კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, გამოიყენეთ ხორკ-
    ლიან ზედაპირიანი ღრუბელი, რათა კანი კარგად გასუფთავდეს.
  2. გარეცხილი კარტოფილი გააშრეთ და დასერეთ, ისე, რომ ძირი არ გაჭრათ.
  3. მოაყარეთ მარილი, ორეგანო და 3-4 ადგილას ჩაუდეთ თხლად დაჭრილი ჩედარი და კარაქი. ჩედარის ნაჭრები თავზე დასადებადაც შეინახეთ,
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, წაუსვით ზეთი და დაალაგეთ კარტოფილები. ზემოდან გადააფარეთ ასევე ფოლგა და შედგით 240 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 30 წუთის გასვლის შემდეგ ფოლგა მოხსენით, კარტოფილებს დაალაგეთ დარჩენილი ჩედარის ნაჭრები და კვლავ აცხვეთ იქამდე სანამ კარტოფილი არ მომზადდება.

მარტივი და გემრიელი კერძი წვეულებისთვის მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
სპაგეტი ბოლონეზე
შემდეგი
შოკოლადის ტორტი ფორთოხლით
წინა
სპაგეტი ბოლონეზე
შემდეგი
შოკოლადის ტორტი ფორთოხლით

დაამატე კომენტარი