0 0
ბულგური ბოსტნეულით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 ჩ.ჭ. ბულგური
3 ჩ.ჭ. წყალი
2 ც. სტაფილო
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
200 გ. მწვანე ბარდა
150 გ. სიმინდის მარცვლები
2/3 ჩ.კ. ქინძის სუნელი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით წითელი წიწაკა

ბულგური ბოსტნეულით

დღევანდელი რეცეპტი საკმაოდ მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივი. კარგი ვარიანტია სამსახურში ლანჩისთვის წასაღებად.

  • 40 წთ.
  • პორცია 10
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ბულგური გარეცხეთ, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, როცა ადუღდება დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი. სითხეს თითქმის სრულად შეიწოვს. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა დარჩენილი მცირე რაოდენობით წყალიც ბოლომდე შეიწოვოს.
  2. ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო და ბულგარული წიწაკა კი კუბებად დაჭერით. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაამატეთ ხახვი, ნიორი და სტაფილო, მოშუშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და 1-2 წთ გააჩრეთ ცეცხლზე.
  3. შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ბულგური, მწვანე ბარდა და სიმინდის მარცვლები (მე დაკონსერვებული გამოვიყენე), მოაყარეთ დაფქული ქინძი, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და კარგად ამოურიეთ. 2 წთ-ში გადმოდგით ცეცხლიდან.

მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით
შემდეგი
თინუსის სალათი
წინა
პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით
შემდეგი
თინუსის სალათი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!