1 1
ბულგურისა და თინუსის უგემრიელესი, ჯანსაღი სალათი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 ჩ.ჭ. ბულგური
3 ჩ.ჭ. წყალი
150 გ. თინუსი ზეთში
2/3 ჩ.ჭ. უკვე მოხარშული ლობიო
1/2 ჩ.ჭ. სიმინდის მარცვლები სიმინდის მარცვლები
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
1 კონა ოხრახუში
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონის წვენი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

ბულგურისა და თინუსის უგემრიელესი, ჯანსაღი სალათი

ბულგურის, კუსკუსის, ქინოას სალათებს ძალიან ხშირად ვამზადებ, ეს სამი პროდუქტი არაჩვეულებრივი ბაზაა უგემრიელესი და ჯანსაღი სალათების მოსამზადებლად, დღეს მინდა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ვარიანტი გაგიზიაროთ, რომელსაც ბოსტნეულთან ერთად თინუსიც აქვს დამატებული და შედეგი ძალიან გემრიელთან ერთად საკმაოდ ჯანსაღიცაა.

  • 30 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

დაკონსერვებული თინუსი შეგხვდებათ როგორც “საკუთარ წვენში” ასევე “ზეთში”, გირჩევთ გამოიყენოთ ზეთში დაკონსერვებული, რადგან ბევრად უფრო მკვეთრი არომატი და გემო აქვს და სალათებსაც უფრო მეტად უხდება.

  1. კარგად გარეცხილი ბულგური მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და თავსაფარდაფარებული გააჩერეთ დაახლოებო 10-15 წუთი, რათა დარჩენილი სითხე ბოლომდე შეიწოვოს.
  2. ბულგარული წიწაკა კუბებად, ოხრახუში კი წვრილად დაჭერით.
  3. მომზადებული ბულგური ჩანგლის დახმარებით დაანაწევრეთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ. ლიმონის წვენი შეგიძლიათ მეტიც გამოიყენოთ, რადგან ძალიან, ძალიან უხდება.

უგემრიელესი და ძალიან ჯანსაღი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
უზბეკური ფლავი ქათმით
შემდეგი
ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში
წინა
უზბეკური ფლავი ქათმით
შემდეგი
ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში
error: საავტორო უფლებები დაცულია!!