0 0
ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ბალზამიკოს ძმრით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
400 გ. ქამა სოკო
3 ს.კ. ზეთი
2 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
1 ჩ.კ. შაქარი
1 კბილი ნიორი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
8 თხელი ნაჭერი პური

კვებითი ღირებულებები

83 კკალ.
კალორია
5,5 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
6,8 გ.
ნახშირ- წყლები
2,3 გ.
ცილები
161 მგ.
სოდიუმი
180 მკგ.
D ვიტამინი
15 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
173 მგ.
კალიუმი

ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ბალზამიკოს ძმრით

იტალიური სამზარეულო რომ ძალიან გემრიელი კერძებით გამოირჩევა, ალბათ ეს უცხო არავისთვისაა. ბრუსკეტა მისი ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის მრავალი ვერსია არსებობს და ერთ-ერთი ვარიანტის ნახვა ბლოგზეც შეგიძლიათ. ის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმედ, ასევე წასახემსებლად და გარდა ამისა, შეგიძლიათ წვეულებებისთვისაც მოამზადოთ. ბრუსკეტას 2 ძალიან დიდი პლუსი აქვს, მომზადების სიმარტივე და სისწრაფე. გემო კი ყველანაირ მოლოდინს სცდება, უგემრიელესია.

  • 10 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ბრუსკეტას სხვა ვარიანტის რეცეპტი.

  • გასუფთავებული ქამა სოკო, თხლად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, მასში მოთუშეთ თხლად დაჭრილი სოკო 1-2 წუთით.
  • დაუმატეთ ბალზამიკოს ძმარი და შაქარი, კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, სანამ შაქარი და ბალზამიკოს ძმარი არ კარამელიზდება. შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. გადმოდგით ცეცხლიდან.
  • პურის თხელი ნაჭრები გახუხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 4-5 წთ.
  • ცხელ ნაჭრებს წაუსვით ნიორი, რომელიც შუაზე უნდა გაჭრათ და ასე წაუსვათ.
  • ბოლოს კი პურის ნაჭრებზე გაანაწილეთ მომზადებული სოკო.

უგემრიელესი და უმარტივესი სოკოს ბრუსკეტა ბალზამიკოს ძმრით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით
შემდეგი
ვაშლისა და ალუბლის ტარტი
წინა
გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით
შემდეგი
ვაშლისა და ალუბლის ტარტი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!