0 0
ბრინჯი საქონლის ფარშითა და ბადრიჯნით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
250 გ. საქონლის ხორცის ფარში
2 ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი
1 ჩ.ჭ. ბრინჯი
200 გ. პომიდორი
2 თავი ხახვი
5 კბილი ნიორი
3 ს.კ. ზეთი
2 ჩ.ჭ. წყალი
1 კონა ოხრახუში
1 კონა რეჰანი
1 ჩ.კ. უცხო სუნელი
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
1 ჩ.კ, სვანური მარილი
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით მარილი

ბრინჯი საქონლის ფარშითა და ბადრიჯნით

  • 45 წთ.
  • პორცია 6
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  • ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე მოშუშეთ 3-4 წთ. შემდეგ დაამატეთ 1 სმ სისქის ნაწრებად დაჭრილი ბადრიჯანი და კარგად აურიეთ.
  • როცა ბადრიჯანი ფერს შეიცვლის და ცოტა მოიბრაწება, დაუმატეთ ფარში და კვლავ კარგად აურიეთ.
  • ფარში რომ სრულად გაყავისფერდება, დაუმატეთ 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი და ბრინჯი, დაასხით წყალი და კარგად ამოურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ და ადუღეთ იქამდე სანამ კერძი წყალს მთლიანად არ შეიწოვს და ბრინჯიც არ ჩიხარშება.
  • ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, სუნელები და მარილი,კარგად ამოურიეთ და 1-2 წთ-ში გადმოდგით ცეცხლიდან.

მარტივი და ძალიან გემრიელი კერძი მზადაა, გემრილად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
მოცვისა და რეჰანის ლიმონათი
შემდეგი
ჟოლოს გაყინული ჩიზქეიქი
წინა
მოცვისა და რეჰანის ლიმონათი
შემდეგი
ჟოლოს გაყინული ჩიზქეიქი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!