0 0
ბრაუნი ორმაგი შოკოლადით – უგემრიელესია

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 ც. დიდი კვერცხი
300 გ. რძიანი შოკოლადი
200 გ. შაქარი
100 გ. ფქვილი
25 გ. კაკაო
140 გ. კარაქი
1/2 ჩ.კ. მარილი
2 გ. ვანილინი

ბრაუნი ორმაგი შოკოლადით – უგემრიელესია

ბრაუნი, ყველასათვის ცნობილი პოპულარული დესერტი, მისი მომზადება ძალიან მარტივია. განსხვავებით სხვა ნამცხვრებისგან, არ სჭირდება ბევრი თქვეფა, პირიქით, არც შეიძლება. არ უნდა იყოს აფუებული, ნამდვილი ბრაუნი წებოვანი სტრუქტურისაა. გემრიელი ბრაუნის მომზადების რამდენიმე ვარიანტი დევს ბლოგზე, თუმცა ვთვლი რომ მათ შორის ეს ახალი ვერსია საუკეთესოა.

  • 40 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 23X23 სმ.

 

  • გაადნეთ კარაქი (გადმოდგით ცეცხლიდან), დაუმატეთ შაქარი და ხელის სათქვეფით ოდნავ ათქვიფეთ.
  • დაუმატეთ კვერცხი და ვანილინი, კვლავ ათქვიფეთ დაახლოებით 1 წთ.
  • შემდეგ დაუმატეთ 120 გ. გამდნარი შოკოლადი (დარჩენილი გადაინახეთ), კვლავ ათქვიფეთ იქამდე სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ( დიდხანს თქვეფა არაა საჭირო, 30-60 წმ. საკმარისია).
  • ჩააცერით ფქვილი და კაკაო, დაუმატეთ მარილი და სილიკონის ნიჩბით აურიეთ.
  • მიღებულ ცომს დაუმატეთ კუბებად დაჭრილი დარჩენილი შოკოლადი, ამოურიეთ და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში. მოასწორეთ ზედაპირი და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 30 წთ.
  • გამომცხვარი ბრაუნი 30 წთ გააჩერეთ ფორმაში.
  • მიირთვით ნაყინთან ერთად.

უგემრიელესი დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ხორცის ბურთები ყველით ყაბაყის პასტასთან ერთად
შემდეგი
ორაგული ტოსკანურად – განსაკუთრებულად გემრიელი
წინა
ხორცის ბურთები ყველით ყაბაყის პასტასთან ერთად
შემდეგი
ორაგული ტოსკანურად – განსაკუთრებულად გემრიელი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!