0 0
ბერძნული სალათი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
4 ც. საშუალო ზომის პომიდორი
1 ც. დიდი კიტრი
1 საშუალო ზომის ხახვი
1 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
150 გ. კურკაგამოცლილი ზეთისხილი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1-2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
მწიკვი მარილი
1/2 ს.კ. ორეგანო
200 გ. ფეტა

ბერძნული სალათი

სამზარეულო:

    რადგან ზაფხული გვიახლოვდება და უკვე საკმაოდ დაცხა, ბლოგზე მსუბუქი კერძებისა და სალათების რეცეპტები თანდათანობით მომრავლდება. დღეს ძალიან მარტივი და რამდენიმე წუთში მოსამზადებელი ბერძნული სალათის რეცეპტს გიზიარებთ. ძალიან ჯანსაღია, მსუბუქი, არომატული და უგემრიელესი.

    • 15 წთ.
    • პორცია 6
    • მარტივი

    ინგრედიენტები

    მომზადება

    გაზიარება
    1. კიტრი ნახევრად გათალეთ, ანუ 1 ზოლი გათლილი უნდა იყოს, მეორე არა, შემდეგი გათლილი და ა.შ. შემდეგ გაჭერით სიგრძეზე, თითოეული ნაწილი კვლავ სიგრძეზე და მიღებული 4 ნაწილი დაჭერით 3-4 სმ. სიგრძის ნაჭრებად.
    2. პომიდორი თქვენი სურვილის მიხედვით დაჭერით, მე ესეც მართკუთხედებად დავჭერი.
    3. ბულგარული წიწაკა 3-4 სმ. სიგრძის თხელ ნაჭრებად, ხახვი კი ალყაალყა დაჭერით.
    4. ბოსტნეული მოათავსეთ ერთ ჯამში, დაუმატეთ ზეთისხილი, მოასხით ძმარი და ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მწიკვი მარილი (მეტი არაა საჭირო, რადგან ფეტა მარილიანი ყველია). კარგად აურიეთ, თუმცა არა ზედმეტად.
    5. ბოლოს მოაყარეთ ორეგანო და სერვირების შემდეგ, ზემოდან კუბებად დაჭრილი ფეტა დაალაგეთ.

    მარტივი, ჯანსაღი, მსუბუქი და ძალიან გემრიელი ბერძნული სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

    მედეა ჩუბინიძე

    ბლოგის ავტორი.

    წინა
    ნიგვზისა და კარამელის ტორტი
    შემდეგი
    ყაბაყის ნავები საქონლის ფარშითა და ყველით
    წინა
    ნიგვზისა და კარამელის ტორტი
    შემდეგი
    ყაბაყის ნავები საქონლის ფარშითა და ყველით