0 0
ბერლინური დონატები

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ცომისთვის
450 გ. ფქვილი
1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ ცხელი რძე
50 გ. დარბილებული კარაქი
11 გ. საფუარი
40 გ. შაქარი
1/2 ჩ.კ. მარილი
1 კვერცხი
2 გ. შაქრიანი ვანილი
200-250 მლ ზეთი (შესაწვავად)
შიგთავსისთვის:
250 მლ ანუ 1 ჩ.ჭ. 35 %-იანი ნაღები
250 გ. შოკოლადი

ბერლინური დონატები

დღეს ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ამ დონატების ფოტო საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბლოგის Facebook გვერდზე, ამიტომ აღარ გადავდე და დღესვე შემოგთავაზებთ რეცეპტს. საკმაოდ მარტივად მზადდება. ზუსტად მიყევით რეცეპტს და არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.

  • 3 სთ.
  • პორცია 19
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ცომისთვის

  • შიგთავსისთვის:

მომზადება

გაზიარება

ამ ინგრედიენტებით მე გამომივიდა 19 ცალი დონატი.

  1. მაშ ასე, ცომის მოსამზადებლად ცხელი რძე, რომელიც ხელს ოდნავ წვავს, მოათავსეთ თასში, დაუმატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და საფუარი, კარგად აურიეთ, შემდეგ ჩააცერით 200 გრამი ფქვილი და ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად, დაახლოებით არაჟნის კონსისტენცია ექნება. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ან ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 20 წუთი.
  2. ამასობაში დიდ ჯამში კვერცხი დარჩენილ შაქართან, მარილთან და შაქრიან ვანილთან ერთად ხელის სათქვეფით ათქვიფეთ ერთმანეთს რომ კარგად შეერიოს ინგრედიენტები, საკმარისია რამდენიმე წუთი.
  3. კვერცხიან მასას დაუმატეთ გაფუებული მასა, ასევე დარჩენილი ფქვილის ნახევარი, მოზილეთ ცომი, ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილიც, ბოლოს კი დარბილებული კარაქი (კუბებად დაჭრილი), ცომი უნდა ზილოთ 10-15 წუთი.
  4. ცომის გუნდას გადაუსვით სულ ცოტაოდენი ზეთი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 1-1,5 სთ. მოცულობაში მინიმუმ 2,5-ჯერ უნდა მოიმატოს.
  5. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ 1,5 სმ-ის სისქეზე. ამოჭერით 5 სმ დიამეტრის რგოლები. რგოლები გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, დააწყვეთ ერთმანეთისგან 2-3 სმ-ის დაშორებით, კვლავ გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ასაფუებლად 20-25 წთ.
  6. ქვაბში ან ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი,  მოათავსეთ აფუებული დონატები და შეშვით ორივე მხრიდან. იწვება საკმაოდ მალე, დაახლოებით 3-4 წუთში თითო მხარე, როგორც კი ღია ყავისფერს მიიღებს, ამოაბრუნეთ, მეორე მხარეს უფრო ნაკლები დრო სჭირდება.
  7. მომზადებული დონატები გადმოიღეთ სამზარეულოს ხელსახოცდაფენილ თეფშზე (გამოიყენეთ ისეთი ხელსახოცი რომელიც კარგად იწოვს სითხეს, სჯობს რამდენიმე ფენა დააფინოთ თეფშზე), ეს აუცილებელია იმისათვის რომ დონატები ზედმეტი ზეთისგან დაიწრიტოს. გირჩევთ ორჯერ გამოუცვალოთ ხელსახოცი.
  8. კრემის მოსამზადებლად ნაღები გააცხელეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი, კარგად მოურიეთ და აქციეთ ერთიან მასად, კარგად გააციეთ. შეგიძლიათ ასეთივე თხელი მასით ამოავსოთ დონატები, თუმცა მე კარგად გაციებული, ავთქვიფე და ჰაეროვანი კრემი მივიღე.  ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
  9. დონატების კრემით ამოსავსებად საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ კრემი, დონატს გვერდიდან გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი და ამოავსეთ კრემით.
  10. ბოლოს შეგიძლიათ შაქრის პუდრაც მოაფრქვიოთ.

ძალიან გემრიელი ბერლინური დონატები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ჰუმუსი გამომცხვარი ჭარხლით
შემდეგი
გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი
წინა
ჰუმუსი გამომცხვარი ჭარხლით
შემდეგი
გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი