1 0
ალფახორები – ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ალფახორები – ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით

მეგობრებო, როგორ ხართ? ეს ვიდეო რეცეპტი წინა კვირაში უნდა გამეზიარებინა, თუმცა ვერ მოვახერხე, მაგრამ სამაგიეროდ ამ კვირაში შემოგთავაზებთ 4 ვიდეო რეცეპტს.
ალფახორები არგენტინულ სამზარეულოს მიეკუთვნება, ეს გახლავთ ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითა და ქოქოსის ფანტელებით. ეს ორცხობილები ძალიან ნაზია, პირში დნება. მომზადება მარტივია, მხოლოდ ერთი პრობლემური და ცოტა რთული დეტალი აქვს, ეს არის გამომცხვარი ორცხობილების საცხობი ტაფიდან გადმოღება, ამიტომ ამ დროს ფრთხილად იყავით.

  • 2 სთ.
  • პორცია 20
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ფქვილი და სახამებელი გაცერით, დაუმატეთ სოდა და გამაფხვიერებელი კარგად ამოურიეთ.
  2. ლიმონის კანი, მხოლოდ ყვითელი ნაწილი წვრილად გახეხეთ.
  3. კარაქი კარგად გათქვიფეთ შაქართან და ლიმონის ცედრასთან ერთად. შემდეგ კი სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები, ბოლოს ვანილინი.
  4. კარაქიან მასას შეურიეთ გაცრილი ფქვილი & სახამებელი. მოზილეთ ცომი, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ მაცივარში 1 საათით.
  5. შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ 3-4 მმ.-ის სისქეზე და ამოჭერით სასურველი ზომის რგოლები.
  6. გადაიტანეთ კარაქწასმულ საცხობ ტაფაზე და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 10-12 წუთი.
  7. ცხელივე ფრთხილად, დანის დახმარებით გადმოიღეთ საცხობი ტაფიდან და გააციეთ.
  8. გაციებულ ორცხობილას წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე, დაადეთ მეორე ორცხობილა, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში.

ძალიან გემრიელი არგენტინული ალფახორები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
გარგრის ნამცხვარი არაჟნით
შემდეგი
მედოკი არაჟნის კრემით
წინა
გარგრის ნამცხვარი არაჟნით
შემდეგი
მედოკი არაჟნის კრემით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!