უალკოჰოლო მოჰიტო
სანამ უშუალოდ რეცეპტის აღწერაზე გადავალ, ორიოდე სიტყვით გავეცნოთ მოჰიტოს ისტორიას.
ჰავანა, კუბა მოჰიტოს დაბადების ადგილად ითვლება, თუმცა ამ კოქტეილის ზუსტი წარმოშობა მაინც განხილვის საკითხია. ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, მოჰიტო მსგავსია მე-16 საუკუნის სასმელის, რომლის სახელიცაა “El Draque”, ამ უკანასკნელს კი სახელი ეწოდა სერ ფრანცის დრეიკის საპატივსაცემოდ. 1586 წელს, ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, დრეიკის გემი გაემართა ჰავანასკენ, ამ დროს ბორტზე იყო სურავანდისა და დიზენტერიის ეპიდემია. ცნობილი იყო, რომ სამხრეთ ამერიკელ ინდიელებს ჰქონდათ წამლები სხვადასხვა ტროპიკული ავადმყოფობისთვის. გემიდან ადამიანების ნაწილი გაემგზავრა კუბას სანაპიროზე და უკან დაბრუნდა ეფექტური წამლის ინგრედიენტებით. ინგრედიენტები იყო aguardiente de caña, (რაც ითარგმნება, როგორც იწვის წყალი) შაქრის ლერწმის წვენი, ლაიმი და პიტნა. ლაიმის წვენი კარგია დიზენტერიისა და სურავანდის პრევენციისთვის. მართალია, ამ სასმელს იმ დროს მოჰიტო არ ერქვა, მაგრამ იგი შედგებოდა იმავე ინგრედიეტებისგან.
ახლა კი რაც შეეხება ამ სასმელის გემოს, არის უზომოდ არომატული, ლაიმის მომჟავო გემოთი. ნამდვილად არაჩვეულებრივია ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად. მართალია ლაიმი იაფი არაა, მაგრამ მოფიტოს სახლში მომზადება მაინც ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე კაფეში შეძენა.
1 პორციისთვის დაგჭირდებათ:
- 3/4 ლაიმი
- 10 ც. პიტნის ფოთოლი (დიდი)
- 1 ჩ.ჭ. ყინული
- 450 მლ. სპრაიტი
მომზადება:
- დიდ ჭიქაში მოათავსეთ პიტნის ფოთლები, და რგოლებად დაჭრილი ლაიმი, კარგად ჩაჭყლიტეთ. (თუ სპეციალური ჩასაჭყლეტი არ გაქვთ, სანაყი ან კოვზი გამოიყენეთ).
- შემდეგ დაუმატეთ ყინული და სპრაიტი, მოურიეთ და მზადაა.
უგემრიელესი და უმარტივესი უალკოჰოლო მოჰიტო მზადაა, გემრიელად მიირთვით!