ყველიანი მაკარონი განსხვავებულად
ყველიანი მაკარონი იმდენად მარტივი კერძია, რომ შეიძლება იფიქროთ რა საჭიროა ამ რეცეპტის გაზიარება, თუმცა, როგორც სათაურში აღვნიშნე, ეს არის განსხვავებული რეცეპტი. ძალიან სწრაფად მზადდება და მშვენიერი არჩევანია სადილისთვის. შეგიძლიათ ორი სახის ყველი გამოიყენოთ და კიდევ უფრო გემრიელი გამოვა თქვენი კერძი.
დაგჭირდებათ:
- 400 გ. მაკარონი
- 3 კვერცხი
- 200 გ. სწრაფად დნობადი ყველი
- 1/2 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1/2 ჩ.კ. პილპილი
- ზეთი შესაწვავად
- მარილი გემოვნებით
- 1 ს.კ. რძე/წყალი/ნაღები
მომზადება:
- მაკარონი ადუღებულ მარილიან წყალში მოვხარშოთ, შემდეგ გადავუწუროთ წყალი.
- გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და გადავიტანოთ მაკარონი, მოვბრაწოთ.
- კვერცხი, პილპილი, უცხო სუნელი, მარილი და რძე ავთქვიფოთ, მოვასხათ მაკარონს და კარგად ავურიოთ.
- ბოლოს ზემოდან დავაწყოთ ყველის ნაჭრები, დავახუროთ თავსახური და როცა ყველი დადნება, მზადაა.