• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • დესერტები
  • ნამცხვარი “ბაუნტი”

ნამცხვარი “ბაუნტი”

გამოქვეყნდა აგვ 28, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • დესერტები
  • ნამცხვრები

ბორჯომში ერთ პატარა საკონდიტრო კაფეში ვნახე ეს ნამცხვარი, გადავწყვიტე დედას დაბადების დღისთვის გამომეცხო. რეცეპტის ნახვა რთული არ იყო, რუსულ ფუდბლოგებზე ძალიან პოპულარული ყოფილა ეს ნამცხვარი.  ვიდეო რეცეპტში ავტორი ამბობდა, რომ არც ისე მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ვერ დავეთანხმები, რადგან, ვფიქრობ რომ საკმაოდ მარტივი ნამცხვარია, შედეგი კი საოცრად გემრიელი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მისმა ვიზუალმა, ასევე გემომ.

DSC02109 (Large)

დაგჭირდებათ:

ბისკვიტისთვის:

  • 1 კვერცხის გული
  • 150 გ. კარაქი (დარბილებული, ოთახის ტემპერატურის)
  • 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 12 გ. ანუ 1 პაკეტი გამაფხვიერებელი

ქოქოსიანი მასისთვის:

  • 6 კვერცხის ცილა
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილინი
  • 200 გ. ქოქოსის ფანტელი
  • მწიკვი მარილი

კრემისთვის:

  • 5 კვერცხის გული
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ. რძე
  • 200 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი

შოკოლადის მინანქრისთვის:

  • 100 გ. შოკოლადი
  • 50 გ. კარაქი

+ 50 გ. ქოქოსი შემოდან მოსაყრელად.

ფორმა: 28 სმ. დიამეტრის

etwt (Large)მომზადება:

  • ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა მოვათავსოთ ჯამში, ავურიოთ და ერთგვაროვან მასად ვაქციოთ, ჩავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. გავყოთ 2 ნაწილად, ერთი უფრო ნაკლები უნდა იყოს, რომელსაც ხელით ოდნავ გავაბრტყელებთ, პარკში ჩავდებთ და გავყინავთ. მეორე დიდ ნაწილს ფორმაში გავაბრტყელებთ.
  • კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ, როცა აქაფდება სათითაო კოვზებად შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი. კარგად ავთქვიფოთ მყარი მასის მიღებამდე, ჯამს რომ ამოვატრიალებთ ბეზე არ უნდა გადმოდიოდეს. ბოლოს ბეზეს ფრთხილად შევურიოთ ქოქოსის ფანტელი კოვზით ან სილიკონის ნიჩბით.
  • ქოქოსიანი მასა გადავიტანოთ ფორმაში გაბრტყელებულ ცომზე, შემდეგ ზემოდან მოვახეხოთ გაყინული ცომი და მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ.
  • ფორმა შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 45-50 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ.
  • სანამ ნამცხვრის ნაწილი ცხვება, მოვამზადოთ კრემი. კვერცხის გულები, რძე და შაქარი მოვათავსოთ პატარა ქვაბში და ხელის სათქვეფით ცოტა გავთქვიფოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა მასა კეფირის კონსისტენციის გახდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
  • კარაქი და ვანილი ერთად ავთქვიფოთ, ცოტა რომ გათეთრდება ნელ-ნელა შევათქვიფოთ მოხარშული კრემი. 2-3 სუფრის კოვზზე მეტს ნუ შეათქვიფავთ, თან სანამ კარგად არ შეერევა კარაქს მომდევნო ნაწილს ნუ დაამატებთ.
  • გაციებულ ნამცხვარს გადავუსვათ კრემი და შევდოთ მაცივარში.
  • კარაქი და შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ. შემდეგ გამოვიღოთ ნამცხვარი და შოკოლადი მოვასხათ, კოვზით გადავანაწილოთ მთელ ზედაპირზე, გვერდებზე სურვილის შემთხვევაში მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
  • ნამცხვარი შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, უმჯობესია თუ  მთელი ღამით გავაჩერებთ.

უგემრიელესი და ძალიან ეფექტური “ბაუნტი” მზადაა, გემრიელად მიირთვით!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • კიევური ტორტიკიევური ტორტი
  • ნამცხვარი “ნაპოლეონი”ნამცხვარი “ნაპოლეონი”
  • კრეპების ტორტი თეთრი შოკოლადის მუსითა და ბანანითკრეპების ტორტი თეთრი შოკოლადის მუსითა და ბანანით
  • 55 საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად (ნაწილი I)55 საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად (ნაწილი I)
  • ტორტი “მთვრალი ალუბალი”ტორტი “მთვრალი ალუბალი”
  • უგემრიელესი შოკოლადის ტორტიუგემრიელესი შოკოლადის ტორტი
  • შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტიშოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი
  • უგემრიელესი ნამცხვარი “ჩიტის რძე”უგემრიელესი ნამცხვარი “ჩიტის რძე”
  • ვანილინი
  • კაკაო
  • კარაქი
  • ფქვილი
  • ქოქოსი
  • შაქარი
  • შოკოლადი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

პოპულარული რეცეპტები

  • უგემრიელესი ნამცხვარი "პრაღა"უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • ქათმის სალათი ბულგარული წიწაკითქათმის სალათი ბულგარული წიწაკით
  • ტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელიტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელი

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

პოპულარული რეცეპტები

  • უგემრიელესი ნამცხვარი "პრაღა"უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • ქათმის სალათი ბულგარული წიწაკითქათმის სალათი ბულგარული წიწაკით
  • ტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელიტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელი



LetsCook.Ge ©2017