კიტრისა და პასტის (მაკარონის) სალათა
ზაფხულში სალათებს არაფერი შეედრება. თუ ის მარტივად და სწრაფად მზადდება, ეს კიდევ უფრო მეტად მოსაწონს ხდის მას. დიდი ხანია მაიონეზის ჩანაცვლება მინდა სხვა სახის დრესინგებით, მართალია ამ სალათში ბოლომდე ვერ შევცვალე, მაგრამ განახევრებაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
250 გ. მაკარონი მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ. 1 კიტრი გათალეთ, სიგრძეზე გაჭერით და კოვზის დახმარებით თესლიანი ნაწილი მოაშორეთ. დარჩენილი კიტრი ნახებარმთვარეებად დაჭერით. წვრილად დაჭერით ნახევარი კონა კამა. ნახევარი თავი ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და ნახევარი საათი წყალში გააჩერეთ, შემდეგ კი წყალი გადაუწურეთ. 1/2 ჩ.ჭ. მაიონეზი და 1/2 ჩ.ჭ. მაწონი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 ჩ.კ. შაქარი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და უგემრიელესი საზაფხულო სალათა მზადაა