აირღუმელში გამომცხვარი ვაფლი
ვაფლს მიირთმევენ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით პოპულარულია ბელგიაში. სიტყვა ვაფლი პირველად გამოჩნდა ინგლისურ ენაში 1725 წელს. პირველი რეცეპტი კი მე-14 საუკუნის ხელნაწერშია აღმოჩენილი და უცნობ ავტორს ეკუთვნის. ვაფლი ევროპაში პოპულარული გახდა მე-19 საუკუნის დასაწყისში.
ვაფლი ძალიან კარგი არჩევანია როგორც საუზმისთვის, ასევე დესერტად. მისი სახლში მომზადება ძალიან მარტივია და გირჩევთ აუცილებლად სცადოთ. ვაფლის საცხობი აპარატზე ბევრად იაფია სილიკონის ფორმა, რომლის გამოწერაც შეგიძლიათ ინტერნეტ მაღაზიებიდან.
დაგჭირდებათ:
- 2 კვერცხი
- 3 ს.კ. შაქარი
- 1,5 ჩ.ჭ. რძე
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩ.ჭ. ზეთი
- ვანილი
შოკოლადის სოუსისთვის დაგჭირდებათ:
- 25 გ. კარაქი
- 1,5 ს.კ. კაკაო
- 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
- 4 ს.კ. რძე
მომზადება:
- ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი ჩავცრათ ჯამში, დავუმატოთ შაქარი და ავურიოთ.
- ცალკე ჯამში ჩავასხათ რძე და ზეთი, დავუმატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ, შემდეგ კი ვანილიც დავუმატოთ.
- მშრალ ინგრედიენტებში ჩავასხათ რძიანი მასა და ხელის სათქვეფით შევურიოთ ერთმანეთს.
- ფორმას წავუსვათ ზეთი და მის 3/4-ში ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. დასჭირდება 12-15 წუთი. როცა ზემოდან ოქროსფერი გახდება მზადაა.
- სოუსის მოსამზადებლად ჯამში მოვათავსოთ კარაქი, რძე, შაქარი და კაკაო, ავურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ და სანამ წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- გამომცხვარ ვაფლს დავადოთ ნაყინი ან ნაღების კრემი, მოვასხათ შოკოლადის სოუსი და მივირთვათ სასურველ ხილთან ერთად.