• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • სადღესასწაულო
  • მიწისთხილის გოზინაყი

მიწისთხილის გოზინაყი

გამოქვეყნდა ივლ 4, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • სადღესასწაულო

წარმოგიდგენიათ ახალი წლის ღამე უგემრიელესი გოზინაყის გარეშე? 🙂 ალბათ არა. მის გარეშე ხომ ვერ “დავაბერებთ ტკბილად” ოჯახის წევრებს 😀 ჩემს სახლში ბებო ყოველთვის ნიგვზის გოზინაყს აკეთებდა. ორჯერ მეც გავაკეთე და შარშან მიწისთხილისაც ვცადე, უგემრიელესი გამოდის. მზადდება იმავე პროპორციებითა და სტრუქტურით, როგორც ნიგვზის, ან ნუშის, ან მზესუმზირის.. მე გამოვიყენე რეცეპტი წიგნიდან “ქართული სამზარეულო”.

DSC08629 (Custom)

ინგრედიენტები:
თაფლი 600გ.
მიწისთხილი 1კგ.
შაქარი 3-4  სადილის კოვზი

მომზადება:

  1. მიწისთხილი მოხალეთ და დაჭერით საშუალო ზომებად.
  2. თაფლი ჩაასხით ქვაბში. დადგით დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ, თან ხის კოვზით ურიეთ. როცა აქაფდება ცეცხლიდან გადმოდგით და შეაგრილეთ. შემდეგ ისევ დადგით გაზქურაზე და ეს პროცედურა 3-ჯერ გაიმეორეთ.
  3. თაფლი რომ შესქელდება დაამატეთ შაქარი და თაფლი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
  4. შემდეგ ჩაყარეთ მიწისთხილი და გამუდმებით ურიეთ.
  5. 3-4 წუთის შემდეგ, როცა მიწისთხილი ფერს შეიცვლის, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.
  6. მომზადებული მასა გადაიტანეთ სველ ხის დაფაზე.
  7. გოზინაყი სველი ხელით ან სველივე კოვზით თანაბრად გაანაწილეთ სველ დაფაზე.
  8. მე დავამრგვალე, როგორც ფოტოზე ხედავთ. თუ თქვენ ტრადიციულ ფორმებად დაჭრა გსურთ, გვერდები შეუსწორეთ და სველი დანით სწრაფად დაჭერით, რომ არ გაგიცივდეთ.
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ! <3

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ნიგვზის გოზინაყიც <3

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • გოზინაყი (II ვარიანტი)გოზინაყი (II ვარიანტი)
  • უგემრიელესი და ამავდროულად მარტივი მექსიკური კერძიუგემრიელესი და ამავდროულად მარტივი მექსიკური კერძი
  • ტორტი “მთვრალი ალუბალი”ტორტი “მთვრალი ალუბალი”
  • კიევური ტორტიკიევური ტორტი
  • შოკოლადის ტორტი ფორთოხლითშოკოლადის ტორტი ფორთოხლით
  • კრეპების ტორტი “კრემ-ბრულე”კრეპების ტორტი “კრემ-ბრულე”
  • 55 საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად (ნაწილი I)55 საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად (ნაწილი I)
  • ალუბლის ტორტი “შავი ტყე”ალუბლის ტორტი “შავი ტყე”
  • თაფლი
  • მიწისთხილი
  • შაქარი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

პოპულარული რეცეპტები

  • უგემრიელესი ნამცხვარი "პრაღა"უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • ქათმის სალათი ბულგარული წიწაკითქათმის სალათი ბულგარული წიწაკით
  • ტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელიტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელი

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

პოპულარული რეცეპტები

  • უგემრიელესი ნამცხვარი "პრაღა"უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • ქათმის სალათი ბულგარული წიწაკითქათმის სალათი ბულგარული წიწაკით
  • ტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელიტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელი



LetsCook.Ge ©2017