ტარტი შინდის ჯემით

პეროგი, ღვეზელი, ტარტი.. ბევრისთვის საყვარელი დესერტია და მათი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს, როგორც ფხვიერი ცომის, ასევე შიგთავსის. დღევანდელ რეცეპტში შედარებით რბილი ცომის მომზადებას წარმოგიდგენთ, გულსართი კი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისდამიხედვით შეცვალოთ.
მასალა:
2 კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
100 გ. კარაქი
250 მლ. მაწონი
1/2 ჩ.კ. სოდა
1/2 ს.კ. ლიმონის წვენი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს ვანილი
შინდის ჯემი
მომზადება:
კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, როცა გათეთრდება დავამატოთ დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა+ლიმონის წვენი, ვანილი. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი რომელიც ხელს არ ეკრობა. ცომის 1/3 გადავდოთ. დანარჩენი კი გავაბრტყელოთ და ტარტის ფორმაში გადავიტანოთ, ჩავასხათ შინდის ჯემი. დარჩენილი ცომისაგან ტარტი სურვილისამებრ მოვრთოთ.
გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. 15-20 წუთში მზადაა. ზემოდან სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს.